გიორგი გულიაშვილისთვის „სამსუნსპორი“ და „ტრაბზონსპორი“ იბრძვიან, – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის შესახებ წერილს თურქული გამოცემა GazeteArena ავრცელებს.
„სუპერლიგაში სატრანსფერო აჟიოტაჟი არ ცხრება. ახლა კლუბების ყურადღების ცენტრში ბოსნია-ჰერცეგოვინის პრემიერლიგის „სარაევოში“ მოთამაშე გიორგი გულიაშვილი მოექცა. 22 წლის ქართველი ფეხბურთელის გადაბირებისთვის პირველი ნაბიჯი „სამსუნსპორმა“ გადადგა და ბოსნიურ კლუბთან ოფიციალური კონტაქტი დაამყარა.
„სამსუნსპორის“ ხელმძღვანელობამ პირველი შეხვედრები გამართა ახალგაზრდა ვარსკვლავის მენეჯერთან, რომელმაც ყურადღება წარმატებული თამაშით მიიპყრო.
გულიაშვილს აკვირდება შავიზღვისპირეთის კიდევ ერთი ძლიერი წარმომადგენელი „ტრაბზონსპორი“. ამ ვითარებაში დღის წესრიგში დადგა შავი ზღვის ორი კლუბის სატრანსფერო კონკურენცია.
გულიაშვილი, რომელმაც „სარაევოში“ თავისი თამაშით ყურადღება მიიპყრო, შესაძლოა, სუპერლიგაში გადავიდეს, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელის კარიერაში ახალი ფურცელი იქნება. მოსალოდნელია, რომ სატრანსფერო პროცესი უახლოეს დღეებში დაჩქარდება“, – წერს თურქული გამოცემა.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings