in

ზურიკოთი ნანტიც დაინტერესდა

ზურიკო დავითაშვილით „ნანტიც“ დაინტერესდა, მაგრამ პრობლემა ქართველის კლუბის, „სენტ-ეტიენის“ მიერ წამოყენებული ფინანსური მოთხოვნაა – ინფორმაციას footboom1 ავრცელებს.

„ზურიკო დავითაშვილი, „სენტ-ეტიენის“ დინამიკური ვინგერი კლუბის წარუმატებლობის შემდეგ ლიგა 2-ში თამაშს არ აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ ის გუნდში ახალი სეზონის წინ შეკრებაზე გამოცხადდა, მისი წასვლის შესახებ ხმები უკვე ვრცელდება.

თუმცა „სენტ-ეტიენი“ 15 მილიონ ევროს ითხოვს.

ქართველი ფეხბურთელი რამდენიმე კლუბის ყურადღებას იპყრობს, მათ შორის არიან „სტრასბურგი“, „რენი“ და ახლა უკვე „ნანტიც“. ამასთან, მისდამი ინტერესს თურქეთის კლუბებიც იჩენენ, თუმცა „სენტ-ეტიენში“ ოფიციალური შეთავაზება არ დაფიქსირებულა.

დავითაშვილს ლიგა 1 იზიდავს, რაც გასაკვირი არ არის – ქართველი თავდამსხმელი კვლავ მაღალ დონეზე ასპარეზობას ცდილობს. თუმცა „ნანტის“ ინტერესი სატრანსფერო ფასზეა დამოკიდებულია“, – წერს footboom1.

ზურიკო დავითაშვილმა, „სენტ-ეტიენის” გავარდნის მიუხედავად, კარგი სეზონი ჩაატარა და ანგარიშზე 9 გოლი და 8 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლევან საგინაშვილმა მსოფლიო ჩემპიონობა შეინარჩუნა

სანიოლი: კვარა ათასჯერ მეტია, ვიდრე ზიდანი, სახელმწიფოს მეთაურზე მნიშვნელოვანია