ლეო მესის გოლი „პორტოსთან“ საიუბილეო გამოდგა.
„ინტერ მაიამის“ თავდამსხმელმა საჯარიმო გაიტანა 54-ე წუთზე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე.
ეს არგენტინელის 50-ე გოლია ამრიკული კლუბის რიგებში. მან 61 მატჩი ითამაშა.
„ინტერ მაიამი“ პირველი კლუბია კონკაკაფიდან, რომელმაც ევროპული გუნდი დაამარცხა ფიფას ეგიდით გამართულ ტურნირზე.
მესი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ლეო მესი მესამეა ჯარიმიდან გატანილი გოლების მიხედვით.
„პორტოსთან“ მისი გოლი 68-ე წარმატებული ჯარიმა ყოფილა.
სხვადასხვა წყაროების დათვლით, არგენიტნელზე მეტი გაუტანიათ პელეს (70) და ჟუნიონიო პერნამბუკანოს (77).
კრიშტიანო რონალდოს 64 ჯარიმა აქვს გატანილი.

GIPHY App Key not set. Please check settings