in

სპაერს არ გაუმართლა… აუსტრია შეხვდა

კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებული, თბილისის “სპაერი”, ვენის “აუსტრიას” დაუპირისპირდება. “სპაერი” პირველად თამაშობს ევროთასებზე და ეგრევე ავსტრიული ფეხბურთის გრანდს გადაეყარა. თამამად შეგვიძლია, ეს წყვილი დავითისა და გოლიათის დაპირისპირებას შევადაროთ. ფეხბურთი იმითაცაა მიმზიდველი, რომ ზოგჯერ სწორედ დავითი გამოდის ხოლმე გამარჯვებული…

ნებისმიერ შემთხვევაში, ანზორ კიღურაძის მიერ გაწვრთნილი გუნდი ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე ითამაშებს. მართლაც, როგორ უნდა გაკადნიერდე კაცი, საქართველოს ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონის ბინადარს ავსტრიის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის დამარცხება მოსთხოვო.

1911 წელს დაარსებული “აუსტრიას” წარსულზე ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად მხოლოდ სტატისტიკური მაჩვენებლების გაცნობაც საკმარისია: 24-ჯერ იყო ავსტრიის ჩემპიონი, 27-ჯერ კი ქვეყნის თასის მფლობელი გახდა. ახლახან დასრულებულ ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონში მესამე ადგილზე გავიდა. თამაშობს ვენაში, “გენერალი არენაზე”, რომელიც 17 565 მაყურებელს იტევს.

გუნდის მთავარი მწვრთნელია 42 წლის ავსტრიელი სპეციალისტი შტეფან ჰელმი. აქტიური ფეხბურთელობის ჟამს ის ნაკლებად ცნობილ ავსტრიულ კლუბებში თამაშობდა. სამწვრთნელო კარიერაში “აუსტრია” მისთვის პირველი სერიოზული კლუბია. იქამდე იმავე “აუსტრიასა” და “გრასჰოპერსში” ვიდეოანალიტიკოსად, ლასკ-ში მეორე მწვრთნელად, ხოლო “აუსტრიაში” დაბრუნებამდე კი “სენტ პოლტენში” საქმიანობდა.

“აუსტრიას” შეხების წერტილი ქართულ ფეხბურთთანაც აქვს – 2008 წელს თბილისურ “ვიტ ჯორჯიას” დაუპირისპირდა უეფა-ს თასის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე. საქართველოში რუსული აგრესიის კვალდაკვალ გუნდებმა მხოლოდ ერთი მატჩი გამართეს და ისიც ავსტრიელებმა მოიგეს – 2:0.

“აუსტრიას” ჰყავს გერმანელი, ფრანგი, გამბიელი, კოტდივუარელი, სლოვენიელი და ხორვატი ლეგიონერები. შვედი მცველი მატეო პერესი “ბაიერნის” საკუთრებაა და ერთი მატჩიც ჩაატარა “რეჯორდმაისტერის” მაისურით.

მოკლედ, “სპაერისგან” ბრძოლას ველით. დანარჩენი კი უშუალოდ მინდორზე გამოჩნდება…

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გიორგი აბუაშვილი შესაძლოა სენტ ეტიენში გადავიდეს

მადლობა ყველას: რამაზ სვანაძის მადლობა ხალხს, ხელმძღვანელობას, ფეხბურთელებს…