in

გიორგი აბუაშვილი შესაძლოა სენტ ეტიენში გადავიდეს

ფრანგული გამოცემა Les Transferts-ი წერს, რომ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებისა და ფოთის „კოლხეთის“ ფორვარდი გიორგი აბუაშვილი, შეიძლება, ფრანგულ „სენტ-ეტიენში“ გადავიდეს.

როგორც ირკვევა, ლიგა 2-ში დაქვეითებულ კლუბში დიდ ცვლილებებს ელიან. გუნდმა, შესაძლოა, რამდენიმე ლიდერი გაასხვისოს, მათ შორის ზურიკო დავითაშვილი, რომელსაც სერიოზულად აკავშირებენ „რენსა“ და „სტრასბურგთან“. ამ ფონზე „სენტ-ეტიენის“ პრეზიდენტი ივან გაზიდისი აბუაშვილს ზურიკოს პოტენციურ შემცვლელად განიხილავს.

გავრცელებული ცნობით, გუნდის მთავარი მწვრთნელი ლიგა 1-ში დაბრუნებას ისახავს მიზნად და შემტევი ხაზის გაძლიერება სურს. აბუაშვილის ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება 450 ათას ევროს შეადგენს, რაც გაცილებით ნაკლებია იმ თანხასთან შედარებით, რაც „სენტ-ეტიენმა“, შესაძლოა, ზურიკო დავითაშვილის გასხვისებით მიიღოს.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მექვაბიშვილით სტანდარტი დაინტერესდა

სპაერს არ გაუმართლა… აუსტრია შეხვდა