საქართველოს ჩოგბურთის ნაკრებმა სიდნეიში ATP CUP-ზე ასპარეზობა კარგ ხასიათზე დაასრულა.
ტურნირის ბოლო შეხვედრაში, რომელიც მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა, ალექსანდრე ბაკშისა და ალექსანდრე მეტრეველის წყვილი მიხაილ პერვორაკისის და სტეფანოს ციციპასის წყვილს დაუპირისპირდნენ.
საკმაოდ დრამატული შეხვედრის პირველი სეტი ბერძნებმა ერთი ბრეიკით მოიგეს–6:4 მეორე სეტში მეტრეველი-ბაკშის წყვილე ბრწყინვალე იყო და სეტი 6:3-ზე დახურეს.
მესამე გადამწყვეტი სეტტაი–ბრეიკი ძალიან დაძაბული გამოდგა, სადაც ბაკშიც კარგი მოწოდებების და სანდრო მეტრეველის ბადესთან ბრწყინვალე თამაშის ხარჯზე 16:14 მოიგეს.
საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე ტურნირზე პირველი მატჩი მოიგო და ტურნირიც ასე დაასრულა. მანამდე საბერძნეთთან ორი შეხვედრა გავმართეთ. ერთეულთა თანრიგში სანდრო მეტრეველი პერვორაკისთან დამარცხდა. ნიკოლოზ ბასილაშვილი კი, შეუძლოდ გახდა და ციციპასთან მატჩი ვერ ჩაამთავრა.
საბერძნეთთან მატჩამდე საქართველოს ნაკრები პოლლონეთთან და არგენტინასთან მშრალი ანგარიშთ 3:0 დამარცხდა.
ეს ტურნირი ისტორიული გამოდგა სანდრო მეტრეველისთვის, რომლისთვის ჰურკაჩთან დაპირისპირება მის კარიერაში პირველი იყო, როდესაც რეიტინგის top 10-ის წევრს ეთამაშა და სეტიც მოუგო.
GIPHY App Key not set. Please check settings