საქართველოს ნაკრებისა და პოლონური „უნივერსიტატეას“ ნახევარმცველის, ანზორ მექვაბიშვილის შეძენით ბელგიური ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბი, – ლიეჟის „სტანდარტი“ დაინტერესდა, – ინფორმაციას გამოცემა „პროსპორტი“ ავრცელებს.
როგორც „პროსპორტი“ წერს, მექვაბიშვილი „უნივერსიტატეასთან“ კონტრაქტით 2028 წლის ზაფხულამდეა დაკავშირებული და მისი სატრანსფერო ღირებულება, დაახლოებით, 1.5 მილიონ ევროს შეადგენს.
გავრცელებული ინფორმაციით, ლიეჟური კლუბის სპორტულმა დირექტორმა, მარკ ვილმოტსმა უკვე დაიწყო კონტაქტი მექვაბიშვილის აგენტთან, მურატ ერდოღანთან. ამ ეტაპზე მხარეები მოლაპარაკებების საწყის ფაზაში არიან.
ცნობისთვის, ქართველი ნახევარმცველისადმი ინტერესი ზამთარშიც არსებობდა, თუმცა მაშინ ტრანსფერი არ შედგა.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings