in

ფოტო: ტრაგედია ლივერპულის აღლუმზე – მანქანა მაყურებელში შევარდა, დაშავებულია 47 ადამიანი

„ლივერპულის“ საჩემპიონო აღლუმს ქალაქის ცენტრში საშინელი ინციდენტი დაატყდა თავს, როდესაც ავტომობილი გულშემატკივრებს შეეჯახა.

მერსისაიდის პოლიციამ საღამოს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 47 ადამიანი დაშავდა. მათგან 20-ს ადგილზე გაეწია დახმარება, 27 კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, „მძიმედ დაშავდა“.
სამართალდამცავი ორგანოები ამ ფაქტს ტერორისტულ თავდასხმად და არა ცალკეულ ინციდენტად მიიჩნევენ.

მძღოლი, 53 წლის ადგილობრივი მკვიდრი, უკვე დაკავებულია.
გააფთრებულმა გულშემატკივრებმა მძღოლთან მიახლოება სცადეს, თუმცა პოლიცია ჩაერია. მანქანა დამტვრეული იყო.

„საშინელი სცენებია. ჩემი ფიქრები ყველა დაშავებულთან და დაზარალებულთანაა“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა. „მინდა მადლობა გადავუხადო პოლიციას და სასწრაფო დახმარების სამსახურებს ამ შოკისმომგვრელ ინციდენტზე სწრაფი რეაგირებისთვის“.

ლივერპულმა აღლუმი შუადღეს დაიწყო. მთელი ქალაქი ზეიმობდა: გულშემატკივრებმა აანთეს ფანრები და ფეხბურთელების მოსვლას ელოდნენ. დიჯეი კალვინ ჰარისი შოტლანდიელი მუსიკოსი, „ლივერპულის“ გულშემატკივარი და ვირხილ ვან დეიკის კარგი მეგობარია.
რა თქმა უნდა, ყველგან ისმოდა „You’ll Never Walk Alone“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ესპანური შეჯამება: ვინ არიან ჯილდოს ნომინანტები და როგორია ლა ლიგის სეზონის გუნდი

ფოტო: ნაკრებს ახალი ფორმა აქვს – ყიდვა დღეიდან ყველას შეუძლია