„პარიზიენში“ ჟურნალისტმა დომინიკ სევერაკმა პსჟ-სა და „ინტერის“ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ წერილი გამოაქვეყნა და პარიზული გუნდის სავარაუდო შემადგენლობა დაასახელა.
ავტორი წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობა საგანგაშო არაა, მალე ჩადგება მწყობრში და იმის გათვალისწინებით, რომ მწვრთნელი ლუის ენრიკე მას და უსმან დემბელეს შეუცვლელ ფეხბურთელებად მიიჩნევს, გასარკვევია ვინ იქნება მათთან ერთად შეტევაში – ბრედლი ბარკოლა თუ დეზირე დუე.
აღნიშნულია, რომ „ინტერი“ კარგი დაცვით გამოირჩევა, თუმცა ფედერიკო დიმარკო და დენზელ დუმფრისი მუდმივად ერთვებიან იერიშებში, ეს სწრაფ ბარკოლას დუეზე უფრო შეუძლია გამოიყენოს, რაც უკვე მოხდა „ლივერპულთან“ და „ასტონ ვილასთან“ მატჩებში. ჯერ მხოლოდ ისაა უცნობი, სად დაიწყებს ბარკოლა თამაშს – მარჯვნივ, რათა ხვიჩას თავის საუკეთესო პოზიციაზე, მარცხენა ფლანგზე მიეცეს მოქმედების საშუალება, თუ პირიქით.
პსჟ-ს სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა: დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ვიტინია, ნევეში, ფაბიანი, ბარკოლა, კვარაცხელია, დემბელე.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings