TUTTO mercato WEB-მა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერილი გამოაქვეყნა სათაურით – უცნაური შემთხვევა, ორგზის ჩემპიონი და მხოლოდ ერთი მედალი.
გამოცემა წერს, რომ პსჟ-ს გარემარბი კვარაცხელია შორიდან ზეიმობს „ნაპოლის“ მიერ სკუდეტოს მოპოვებას, რაშიც 5 გატანილი გოლითა და 3 საგოლე გადაცემით თავისი წვლილი შეიტანა, მეორედ გახდა იტალიის ჩემპიონი, მაგრამ მხოლოდ მორალურად, რადგან ოქროს მედალს ვერ მიიღებს, რამეთუ მოცემულ მომენტში ამ გუნდის ფეხბურთელი არ არის. ასევე მედლის გარეშე დარჩება იანვარში „კალიარიში“ იჯარით გაშვებული მეკარე ელია კაპრილე.
აღნიშნულია, რომ ერთ სეზონში ორი სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონები დავედ ბექჰემი (პსჟ/ლოს ანჯელეს გალაქსი), დენიელ ამარტი (კოპენჰაგენი/ლესტერი), კინგსლი კომანი (იუვენტუსი/ბაიერნი), ალვარო ოდრიოსოლა (რეალი/ბაიერნი) და ჟოაო კანსელო (მანჩესტერი/ბაიერნი) გახდნენ.
იტალიური მედია ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში ფეხბურთელების როლს აფასებს. „კორიერე დელო სპორტმა“ ქართველის თამაში 7 ქულით შეაფასა, „გაძეტა დელო სპორტმა“ 7.5 ქულით, მთავარმა ნეაპოლურმა გამოცემამ Il Mattino-მ კი 4 ქულით. გამოცემა წერს: „როდესაც მიხვდა, რომ მისი მისი კარიერა „ნაპოლიში“ დასასრულს მიუახლოვდა, კონტრაქტის განახლების საკითხით დაღლილმა წასვლა გადაწყვიტა. შეეძლო უკეთაც დამშვიდობებოდა გუნდს“.
Transfermarkt-ის მონაცემებით ქართველი უკვე იტალიის ორგზის ჩემპიონია.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings