in

კვარაცხელია მზად იქნება, საშიში არაფერია: ლუის ენრიკე გულშემატკივრებს ამშვიდებს

პსჟ-მ საფრანგეთის თასი მოიგო (3:0 ფინალში „რეიმსთან“) და ეს ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე გააკეთა. ჩვენიანს ძირითადში ველოდით, მაგრამ ბოლო წამს მისი შეცვლა გახდა საჭრო. როგორც გაირკვა, ქართველი ფეხბურთელი თავის ტკივილის გამო დაასვენეს. კვარამ სტადიონი თამაშის დაწყებამდე დატოვა.
ცხადია ასეთმა ინფორმაციამ შეაშფოთა გულშემატკივრები, მით უმეტეს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ერთი კვირაღა რჩება.

ფინალური მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ლუის ენრიკეს ჩვენიანზეც კითხეს:

„მოთელვის შემდეგ თავს კარგად ვერ გრძნობდა და ოდნავ თავბრუ დაეხვა. გადავწყვიტეთ, რომ არ გაგვერისკა. ახლა სახლშია და თავს კარგად გრძნობს.
საშიში არაფერია და სამშაბათს ვარჯიშისთვის მზად იქნება. ბევრი მაღალი დონის მოთამაშე გვყავს, რომლებსაც შეუძლიათ თამაში. ამიტომ რისკზე წასვლა არ გვინდა. ფეხბურთში ასეთი რამ ხდება ხოლმე, მაგრამ შეშფოთების მიზეზი არ არსებობს“, – განაცხადა ლუის ენრიკემ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონია

კვარაცხელია – იტალიის… ორგზის ჩემპიონი