in

ხვიჩამ და პსჟ-მ თასი მოიგეს: რატომ არ ითამაშა კვარამ

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ საფრანგეთის თასის ფინალში „რეიმსი“ 3:0 დაამარცხა და მეთექვსმეტედ მოიპოვა ტიტული, სეზონში კი მეორე ტროფეი აიღო.

ქართველი ძირითად შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო, გუნდთან ერთად წინასამატჩო მოთელვაშიც მონაწილეობდა, მაგრამ მოულოდნელად მოედანზე არ გასულა. ჩვენიანმა თამაშის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე თავის ტკივილი იგრძნო. კლუბის ხელმძღვანელობამ აღარ გარისკა და ბრედლი ბარკოლა შეიყვანა.

როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა პარიზელთა უპირატესობით წარიმართა და უკვე პირველ ტაიმში მოათავეს საქმე: დუეს პასებით ბარკოლამ დუბლი შეასულა და მერე ჰაკიმიმაც დაამატა.

ვთქვათ ისიც, რომ პსჟ-ს გამარჯვებამ ის გამოიწვია, რომ გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ კონფერენს ლიგის ნაცვლად, ევროპა ლიგაზე ითამაშებს.

პსჟ – რეიმსი 3:0
გოლები: 1:0 ბარკოლა (16), 2:0 ბარკოლა (19), 3:0 ჰაკიმი (43)

პსჟ-ს მომდევნო თამაში 31 მაისს აქვს, ჩემპიონთა ლიგის ფინალი, მიუნხენში მილანის „ინტერთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩვენ ყველანი კვარასგან ჭკუაზე აღარ ვართ…

კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონია