in

ჩვენ ყველანი კვარასგან ჭკუაზე აღარ ვართ…

„პარიზიენი“ პსჟ-ს გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს:

„ის ისე გამოიყურება, თითქოს 70-იანი წლებიდან დაბრუნდა: გარეგნობა, ხასიათი, თამაშის სტილი… ჩვენ ყველანი „კვარასგან“ ჭკუაზე აღარ ვართ. პარიზში ჩამოსულ ქართველს გულშემატკივართა გულების დასაპყრობად მხოლოდ რამდენიმე კვირა დასჭირდა. ეს თავდამსხმელი ყველაფრით გხიბლავს.

პარიზული გუნდის შეტევაში მარცხენა ფლანგზე რამდენიმე ელვისებრი, აჩქარებითი გარღვევა ხვიჩასთვის საკმარისი აღმოჩნდა, რათა სიმღერა მიეძღვნათ. მას შემდეგ „პარკ დე პრენსი“ „კვარას“ სახელს სკანდირებს. ქართველი ლეგიონერი მატჩიდან მატჩამდე სულ უფრო აყვარებს ფანებს თავს და დამყარებულ იმედებს ამართლებს.

პსჟ-ს მიერ ზამთარში 70 მილიონ ევროდ შეძენილმა ფეხბურთელმა ნეაპოლი და იტალია როგორც გმირმა დატოვა და სამხრეთ იტალიური კლუბის აბსოლუტური ლეგენდის, დიეგო მარადონას საპატივცემულოდ „კვარადონას“ მეტსახელი დაიმსახურა. გავიდა ხუთი თვე და მან უკვე „პარი სენ ჟერმენის“ პერსონალის, გულშემატკივრებისა და დამკვირვებლების ერთსულოვანი აღიარება მოიპოვა“.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რა უთხრა ხვიჩამ რიო ფერდინანდს: ინტერვიუ პსჟ-ს სუპერვარსკვლავებთან – ვიდეო