in ,

ნაპოლი იტალიის ჩემპიონი გახდა, კვარა არაო: ხვიჩამ მიულოცა – Forza Napoli Sempre

იტალიის ჩემპიონი „ნაპოლი“ გახდა. ლიდერებმა ბოლო ტურის მატჩები ერთი დღით ადრე, პარასკევს ითამაშეს და ორივემ 2:0 მოიგო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „ნაპოლიმ“ შეინარჩუნა „ინტერთან“ ერთქულიანი უპირატესობა და პირველზე დარჩა.

შესვენებამდე „ნაპოლიმ“ სკოტ მაკტომინეის მაკრატელათი გახსნა ანგარიში. ეს შოტლანდიელის მე-12 გოლია სერია A-ში. 51-ე წუთზე ლუკაკუმ გაიტანა და ცხადი იყო, რომ „ნაპოლი“ „კალიარისთან“ მოგებას ხელიდან არ გაუშვებდა.

„ნაპოლი“ ბოლო სამ წელიწადში – მეორედ, სულ კი მეოთხედ გახდა იტალიის ჩემპიონი. ანტონიო კონტესთვის ეს მეხუთე სკუდეტოა. აქამდე მან სამჯერ გააჩემპიონა „იუვენტუსი“ და ერთხელ „ინტერი“.

სამწუხაროა, რომ იტალიის ჩემპიონი ვერ გახდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც პირველი წრე „ნაპოლიში“ ჩაატარა და 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა (5 გოლი, 3 ასისტი). წესით, ეკუთვნის, მაგრამ ჩვენიანს ოქროს მედალს არ გადასცემენ, რადგან რეგლამენტის მიხედვით, ფეხბურთელი მოცემულ მომენტში გუნდის ფეხბურთელი უნდა იყოს.
ამავე მიზეზით მედლის გარეშე დარჩნენ ელია კაპრილე, მაიკლ ფოლორუნშო და ალესიო ძერბინი, რომლებმაც გუნდი ასევე იანვარში დატოვეს.
თუ გახსოვთ, ადრე ნეაპოლურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კვარასთვის მედლის გადაცემა „ნაპოლიზე“ იყო დამოკიდებული.

ხვიჩამ კი თავის ყოფილ გუნდს სკუდეტოს მოპოვება მიულოცა: „Forza Napoli Sempre!” და გუნდის ზეიმის ვიდეოც დაურთო.

სერია A-ს პრესსამსახურმა გამოაქვეყნა 2024-25 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელების სია.

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა „ნაპოლის“ ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი, რომელმაც 34 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

საუკეთესო მეკარე: მილე სვლარი (რომა);
საუკეთესო მცველი: ალესანდრო ბასტონი (ინტერი);
საუკეთესო ნახევარმცველი: ტიჯანი რეინდერსი (მილანი);
საუკეთესო ფორვარდი: მატეო რეტეგი (ატალანტა);
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (U23): ნიკო პასი (კომო).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდას ბოლო მატჩი ვალენსიაში: ფრე ბეტისთან

რა უთხრა ხვიჩამ რიო ფერდინანდს: ინტერვიუ პსჟ-ს სუპერვარსკვლავებთან – ვიდეო