in

მამარდას ბოლო მატჩი ვალენსიაში: ფრე ბეტისთან

გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიაში“ ბოლო შეხვედრა ჩაატარა, მისი „ვალენსია“ ბოლო, 38-ე ტურში „ბეტისს“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 1:1.

ქართველმა მეკარემ გოლი მე-40 წუთზე გაუშვა, ბრაზილიელმა ანტონმა დაახლოებით ლამინ იამალის სტილში დაურტყა, მარჯვენა ფლანგიდან მარცხენა ფეხით და შორეულ მაღალ კუთხეში. გიორგის ნახტომმა ვერ უშველა.

სხვა მხრივ ჩვენმა მეკარემ დამაჯერებლად ითამაშა. 45-ე წუთზე ისკოს სახიფათო დარტყმას გადაეღობა და გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა, ბოლო წუთზე კი ბაკამბუს სახიფათო გადაცემა ჩაჭრა. სულ სამი სეივი ჰქონდა.

შეფასებები: Flashscore – 6.9; Sofascore – 7.0; Whoscored – 6.8.

ბეტისი – ვალენსია 1:1
გოლები: 1:0 ანტონი (40), 1:1 რაფა მირი (75)

„ვალენსიამ“ სეზონი 46 ქულით მე-12 ადგილზე დაასრულა, მამარდაშვილი კი „ლივერპულს“ შეუერთდება და კარიერას ინგლისში გააგრძელებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენგელიას 18 ქულა ვენეციაში არ ეყოთ

ნაპოლი იტალიის ჩემპიონი გახდა, კვარა არაო: ხვიჩამ მიულოცა – Forza Napoli Sempre