ფრანგული Foot Mercato გამოქვეყნებულ წერილში ხაზს უსვამს, რომ ლიგა 2-ში დაქვეითებული „სენტ-ეტიენის“ მფლობელი კანადის საინვესტიციო კომპანია Kilmer Sports Inc-ის სურვილი გუნდის ბომბარდირების – ლუკას სტასენის და ზურიკო დავითაშვილის შენარჩუნებაა, რათა უმაღლეს დივიზიონში დაბრუნება მოახერხონ.
აღნიშნულია, რომ კლუბის ხელმძღვანელობა ბოლო თვეებში მწვრთნელის, ეირიკ ჰორნელანის მუშაობით კმაყოფილია და ის თავის პოსტზე დარჩება.
„20 მილიონ ევროდ შეფასებული ბელგიელი სტასენის იჯარით აყვანა „პარიზს“ უნდა, „ლილი“ ჯონათან დევიდის შემცვლელად განიხილავს, ის აგრეთვე „შტუტგარტის“, „ბრაიტონის“ და „ბრენტფორდის“ თვალთახედვის არეშია.
რაც შეეხება ქართველს, „სტრასბურგი“ უკვე გამოხატავს 24 წლის შემტევით დაინტერესებას, რომელმაც ლიგა 1-ში შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, 34 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. მოსალოდნელია, რომ ზურიკოს (ფასი 10 მილიონი) უახლოეს ხანში ახალი მსურველებიც გამოუჩნდებიან.
ამ შემთხვევაში თავად ფეხბურთელების პოზიციაა გასარკვევი, რომელთაც შეუძლიათ ლიგა 2-ში თამაშზე თავის ასარიდებლად ტრანსფერი მოითხოვონ, ასევე მათი მსურველი კლუბების აზრიც დასადგენია. ნებისმიერ შემთხვევაში, „სენტ-ეტიენმა“ ორივეს დასატოვებლად მავთულხლართი გაავლო და გადარწმუნება ადვილი არ იქნება“, – წერს გამოცემა.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings