ტურინის „იუვენტუსი“ თავდამსხმელს ეძებს და ძალიან ხშირად იწერება ექს „ნაპოლის“ვიქტორ ოსიმენზე. ნიგერიელს საუდის არაბეთის გუნდებთანაც აკავშირებენ, თუმცა ცხადია ფეხბურთელს ევროპაში ურჩევნია. თავის მხრივ „გალათასარაის“ ფანებმა უთხრეს, დარჩიო, ეს შენც ხომ გინდაო (ოსიმენი „ნაპოლიდან“ იჯარითაა სტამბოლში). მოკლედ, არ არის გადაწყვეტილი ეს ამბავი და ამიტომ ტურინული გრანდი სხვა ვარიანტებზეც ფიქრობს. ერთ-ერთი კი გიორგი მიქაუტაძეა.
ასევე ახსენეს კიდევ ორი ფეხბურთელი – ვიქტორ ბონიფაცი და არნო კალიმუენდო.
საქმე ისაა, რომ „იუვედან“ მაღალი ალბათობით წავლენ დუშან ვლაჰოვიჩი და რანდალ კოლო მუანი და შევსება აუცილებელია.
GIPHY App Key not set. Please check settings