in

ზურიკოს ადგილი ლიგა 2-ში არ არის

CREATOR: gd-jpeg v1.0 (using IJG JPEG v62), quality = 90

ფრანგულმა გამოცემა WesportFR-მა სტატია გამოაქვეყნა საფრანგეთის ლიგა 2-ში დაქვეითებული „სენტ-ეტიენის“ თავდამსხმელ ზურიკო დავითაშვილზე. ავტორის თქმით, ქართველი ლეგიონერის ადგილი მეორე დივიზიონში არაა და ის უმაღლეს ლიგაში უნდა თამაშობდეს.

დავითაშვილმა ლიგა 1-ში სადებიუტო სეზონი შთამბეჭდავად ჩაატარა – 33 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. შედეგიანმა თამაშმა მისი ტრანსფერის ღირებულება 10 მილიონ ევრომდე გაზარდა და ქართველი შემტევით ლიგა 1-ის სამი კლუბი დაინტერესდა – „პარიზი“, „სტრასბურგი“ და „ბრესტი“, რომლებმაც დავითაშვილს კონტრაქტი შესთავაზეს.

ლიგა 1-ის სამი კლუბი ზურიკო დავითაშვილს იწვევს

„სენტ-ეტიენის“ დაქვეითების შემდეგ, სავარაუდოა, რომ ერიკ ჰორნელანდის გუნდს ზაფხულში რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს. ერთ-ერთი პირველი, შესაძლოა, სწორედ ზურიკო დავითაშვილი იყოს.

დასრულებულ სეზონში მის ანგარიშზე 9 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა. ასეთი სტატისტიკის მქონე ფეხბურთელის ადგილი ლიგა 2-ში ნამდვილად არ არის. სწორედ ამიტომ, ვარაუდობენ, რომ დავითაშვილი ზაფხულში გუნდს დატოვებს.

„პარიზი“

„პარიზი“ იმ კლუბებს შორისაა, რომელსაც სერიოზული ამბიციები აქვს. გუნდი ახლახან აღზევდა ლიგა 1-ში და ზაფხულში მნიშვნელოვანი რესურსი ექნება ტრანსფერებისთვის. ქართველ ფეხბურთელს აქვს შანსი, „პარიზის“ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდროს.

„სტრასბურგი“

მორიგი კანდიდატი დავითაშვილის გადაბირებისთვის ბრძოლაში „სტრასბურგია“, რომელსაც ევროტურნირზე გასვლამდე ერთი ქულა დააკლდა. თუმცა, თუ პსჟ საფრანგეთის თასის ფინალს მოიგებს, ელზასელებს ევროტურნირზე მოხვედრის შანსი მაინც დარჩებათ. ასეთ შემთხვევაში, გუნდის გაძლიერება განსაკუთრებით შეტევის ხაზში გახდება აუცილებელი. „სტრასბურგში“ ადგილის დამკვიდრება დავითაშვილისთვის მარტივი არ იქნება, თუმცა წარმატების შემთხვევაში, ეს მას ევროპულ ასპარეზზე გამოჩენის შესაძლებლობას მისცემს.

„ბრესტი“ – კარგი პლაცდარმი ქართველისთვის?

„ბრესტმა“ დაადასტურა, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის სერიოზულ კლუბებს შორის შეიძლება ჩაითვალოს. გუნდი ევროსაგზურს ვერ დაეუფლა, თუმცა მე-9 ადგილი პოზიტიური შედეგია.

დავითაშვილი, რომელიც ორივე ფლანგზე თამაშობს, გუნდს შეტევაში მრავალფეროვნებას შესძენს. მისი ტრანსფერი, შესაძლოა, იოლად არ განხორციელდეს – ქართველი ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება 10 მილიონი ევროა.

რაც შეეხება ხელფასს, „სენტ-ეტიენში“ დავითაშვილი წელიწადში 720 ათას ევროს იღებს და ეს „ბრესტისთვის“ დაბრკოლებას არ წარმოადგენს. თუმცა, კლუბი, როგორც წესი, უფრო მოკრძალებულ ტრანსფერებს ამჯობინებს.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველო ხვალ მსოფლიოს იწყებს

წლის სიმბოლური ნაკრები: ხვიჩას ოთხი გუნდელია