in

მამარდაშვილი საქართველოს 2024 წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენია

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოკითხვის შედეგად გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენია. გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას შემადგენლობაში მესტალიაზე გამართული ბოლო საშინაო შეხვედრის შემდეგ საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა გიგა გვენცაძემ და ვიცე-პრეზიდენტმა ბიძინა ბარათაშვილმა დააჯილდოეს. ვიზიტი სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრების გამოკითხვით, რომელშიც 75 ჟურნალისტი მონაწილეობდა, გიორგი მამარდაშვილმა 107 ქულა დააგროვა, 88 ქულით მეორე შედეგი ლაშა ბექაურს ჰქონდა, მესამე ადგილი კი 69 ქულით ლაშა ტალახაძემ დაიკავა, რომელიც საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი 6-ჯერ გახლდათ.

გამოკითხვა 1964 წლიდან ტარდება და დღემდე მასში ფეხბურთელთაგან მხოლოდ სლავა მეტრეველმა, მურთაზ ხურცილავამ, რამაზ შენგელიამ და ხვიჩა კვარაცხელიამ გაიმარჯვეს.

გიორგი მამარდაშვილი: “მადლობა მინდა გადავუხადო სპორტულ ჟურნალისტებს. ჩემთვის ძალიან საპატიოა ეს პრიზი, მითუმეტეს, როცა ოლიმპიურ წელს მოვიგე. დასაფასებელია ეს ყველაფერი და დიდი მადლობა მათ”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფიფამ უარი თქვა რუსეთის დაშვების განხილვაზე: ქვეყნები, რომლებიც კატეგორიული წინააღმდეგი არიან

ამის გამო გველესიანი განაწყენებული წავიდა…