in

ზურიკოს სტრასბურგი იწვევს

საფრანგეთის ლიგა 2-ში დაქვეითებული „სენტ-ეტიენი“ რამდენიმე ლიდერს დაემშვიდობება, მათ შორის ზურიკო დავითაშვილსაც, რომელსაც „სტრასბურგი“ იწვევს, — ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

L’Équipe-ის ცნობით, დაგეგმილია ლუკას სტასენის, ზურიკო დავითაშვილისა და ბენჟამენ ბუშუარის გაყიდვა. გამოცემის მტკიცებით, ზოგიერთი ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია.

სხვადასხვა ფრანგული გამოცემა აღნიშნულ თემას ეხმაურება.

ActuFoot: „ზურიკო დავითაშვილი ამ ზაფხულს „სტრასბურგში“ გადასვლის სერიოზული კანდიდატია“.

lnstantFoot: „„სტრასბურგი“ სერიოზულად განიხილავს ზაფხულში ზურიკო დავითაშვილის დამატებას“.

დავითაშვილისადმი ინტერესი არ არის შემთხვევითი — საფრანგეთის ლიგა 1-ში სადებიუტო სეზონში ქართველმა შემტევმა 8 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

„სტრასბურგი“ ევროსაგზურისთვის ბრძოლაში „ლიონის“ კონკურენტი იყო და საბოლოოდ ლიგა 1-ში მე-7 ადგილი დაიკავა. თუ ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ საფრანგეთის თასს მოიგებს, „სტრასბურგს“ კონფერენსლიგაზე თამაშის უფლება მიეცემა.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოს კალენდარი ევროპაზე ცნობილია

ივნისში საქართველო ექსპერიმენტული იქნება: ლიდერები არ ჩამოვლენ – ეროვნული ფეხბურთელებს ახალგაზრდულს დაუთმობს