in

მბაპე ნახევარი ქულით ჩამორჩება დიოკერეშს, სალაჰი 2.5-ით: სათამაშო კიდევ რჩებათ – ვის შეხვდება ოქროს ბუცი

კილიან მბაპეს შეუძლია ვიქტორ დიოკერეშს გადაასწროს „ოქროც ბუცისთვის“ ბრძოლაში. „რეალის“ ფორვარდმა ლა ლიგის 37-ე ტურში „სევილიას“ გაუტანა.

ახლა ფრანგის ანგარიშზე 29 გოლია და „სპორტინგის“ შვედ ფორვარდს ნახევარი ქულით ჩამორჩება, პორტუგალიის ჩემპიონატი კი დასრულებულია.

მბაპეს და სალაჰის თითო გოლი 2 ქულას უდრის, ხოლო დიოკერეშის – 1.5-ს. მას 39 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ ჩემპიონატის უფრო დაბალი კოეფიციენტის გამო ეწევიან კონკურენტები. თუ მბაპე ლა ლიგის ბოლო ტურში „სოსიედადს“ გაუტანს, მაშინ დიოკერეშს გადაასწრებს. სალაჰს 28 გოლი აქვს გატანილი და კიდევ 2 მატჩი თადარიგში („ბრაიტონთან“ და „კრისტალ პალასთან“).

„ოქროს ბუცის“ მიმდინარე რეიტინგი ასე გამოიყურება:

  1. ვიკტორ დიოკერეში (სპორტინგი/შვედეთი), 39 გოლი (1,5 კოეფიციენტი) – 58,5 ქულა;
  2. კილიან მბაპე (რეალი/საფრანგეთი), 29 (2) – 58;
  3. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული/ეგვიპტე), 28 (2) – 56;
  4. ჰარი კეინი (ბაიერნი/ინგლისი), 26 (2) – 52;
  5. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა/პოლონეთი), 25 (2) – 50;
  6. მატეო რეტეგი (ატალანტა/იტალია), 25 (2) – 50;
  7. ალეკსანდერ ისაკი (ნიუკასლი/შვედეთი), 23 (2) – 46;
  8. მიკა ბირეტი (შტურმი და მონაკო/დანია), 24 (1,5 и 2) – 42,5;
  9. უსმან დემბელე (პსჟ/საფრანგეთი), 21 (2) – 42;
  10. ერლინგ ჰოლანდი (სიტი/ნორვეგია), 21 (2) – 42;

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარა ლიგა 1-ის ბოლო ტურის საუკეთესო ფეხბურთელია

მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია