ბილალ ელ ჰანუსის შესაძლო წასვლის შემთხვევაში „ლესტერ სიტი“ მის შემცვლელად გიორგი ჩაკვეტაძის დამატებას განიხილავს, – ინფორმაციას ინგლისური გამოცემა Footballleagueworld-ი ავრცელებს.
„„ლესტერ სიტი“ პრემიერ ლიგიდან გავარდა და მომდევნო სეზონში ჩემპიონშიფში ითამაშებს. გუნდს ახალი სეზონი ახალი გამოწვევებით ელის და, როგორც ვარაუდობენ, გუნდის დატოვებას არაერთი ფეხბურთელი შეეცდება. სავარაუდოა, რომ მათ შორის იქნება ბილალ ელ ჰანუსიც, რომელიც გასულ სეზონში „ლესტერის“ ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო.
ჰანუსის წასვლის შემთხვევაში ამ პოზიციის გასაძლიერებლად ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად გიორგი ჩაკვეტაძე სახელდება, რომელმაც სეზონი „უოტფორდში“ წარმატებით ჩაატარა. ათი ნომრის პოზიციაზე ჩაკვეტაძის სახელი დღის წესრიგშია და მისი ტრანსფერი „ლესტერისთვის“ მნიშვნელოვანი ნაბიჯი შეიძლება აღმოჩნდეს.
საქართველოს ნაკრების წევრი ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო „უოტფორდში“, რომელმაც პლეი ოფის ზონაში მოხვედრა ვერ შეძლო. ბრიტანული მედიის შეფასებით, ჩაკვეტაძის ტრავმამ, რომელიც სეზონის ბოლოს მიიღო, გუნდს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. თავისი სისწრაფისა და დრიბლინგის წყალობით ის ჩემპიონშიფის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო მოთამაშედ იქცა. „ლესტერის“ გარდა, მან პრემიერლიგელი „ვულვზიც“ დააინტერესა“, – წერს გამოცემა.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings