in

შენგელიას შვიდიანები: ვირტუსმა პლეი ოფი ვენეციასთან მოგებით დაიწყო

იტალიის ჩემპიონატში პლეი ოფი დაიწყო. თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონია, რომელმაც რეგულარულ ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა, მერვეზე გასულ ვენეციას ხვდება და სერიაში მოედნის უპირატესობასაც ფლობს. პირველ შეხვედრას ბოლონიამ უმასპინძლა, რომელსაც ვირტუსი კომფორტულად იგებდა, თუმცა ბოლო მეოთხედი 13 ქულით დათმო, რის გამოც საბოლოოდ, მხოლოდ 5 ქულის უპირატესობით, 90:85 გაიმარჯვა.

თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 18 წუთი გაატარა. ქართველი კალათბურთელი გუნდს 7 ქულით, 7 მოხსნით და 5 პასით დაეხმარა. თორნიკემ 4-დან 1 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ორი სამიანი ააცილა.

სერიაში ვირტუსი 1:0 დაწინაურდა. მეორე მატჩი ისევ ბოლონიაში გაიმართება 20 მაისს, ხოლო სერიის მესამე მატჩს უკვე 23 მაისს ვენეცია უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: შერმადინის 19 ქულა და MVP-ის ტიტული

ემოციები და ოვაციები: მადლობა ყველას – მამარდა მესტალიას დაემშვიდობა