in

მამარდას ბოლო მატჩი მესტალიაზე, გიორგის სუპერგოლი გაუტანეს

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ ლა ლიგის 37-ე ტურში შინ „ბილბაოსთან“ დამარცხდა – 0:1.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა მეკარემ ბოლო მატჩი ჩაატარა „მესტალიაზე“ და ის ქომაგებმა ემოციურად გააცილეს.

გიორგიმ კარგად ითამაშა, რამდენჯერმე გადაარჩინა გუნდი, თუმცა ბერენგერიმ ისეთი დაარტყა, ალბათ რამდენიმე წელიწადში ერთხელ თუ გამოუვა ვინმეს: შორიდან ცხრიანში, ხარიხას შეხებით და თან ბურთი ზემოდან ჩაეშვა. მამარდა მაგრად გაიშალა და მის სტილში გადახტა, მაგრამ შეუძლებელი იყო ამ ბურთის მიწვდომა.

შეფასებები: sofascore – 6.7, flashscore – 6.6, whoscored – 6.2.

ვალენსია – ბილბაო 0:1
გოლი: ბერენგერი (72)

„ვალენსიამ“ 10 წაუგებელი შეხვედრის შემდეგ ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, 45 ქულით მე-12 ადგილზეა და 25 მაისს, ბოლო ტურში სევილიაში „ბეტისს“ შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო: ხვიჩამ და პსჟ-მა ჩემპიონობა შვილებთან ერთად აღნიშნეს – დამიანე თასს წაეპოტინა

ვიდეო: შერმადინის 19 ქულა და MVP-ის ტიტული