ხვიჩა კვარაცხელიამ საფრანგეთის ჩემპიონატი დიდებულად დაასრულა. „ოსერთან“ ლამაზი დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. პსჟ სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ დააჯილდოეს, თუმცა ჩემპიონის ტიტული საკმაო ხანია გაინაღდა. ამრიგად, ხვიჩა კვარაცხელია არის პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც მოგებული აქვს ტოპ 5 ლიგიდან ორი – ჯერ იყო სკუდეტო იტალიაში და ახლა ლიგა 1. სხვათა შორის, არ არის გამორიცხული კვარაცხელია წელსაც გახდეს იტალიის ჩემპიონი, „ნაპოლი“ ორი ტურით ადრე ლიდერია, ხოლო ჩვენიანმა ამ გუნდში პირველი წრე სრულად ჩაატარა – 17 მატჩი (5 გოლი).
არ დაგვავიწყდეს, რომ ხვიჩას წელს ძალიან დატვირთული წელი შეიძლება გამოუვიდეს. ხსენებულ ჩემპიონობასთან ერთად, ის ახლოსაა ჯერ ქვეყნის თასთან, შემდეგ კი თვით ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან. ამ ტურნირზე გამარჯვების შემთხვევაში კი გაჩნდება ევროპის სუპერთასის მოგების შესაძლებლობაც და გამოდის, რომ თეორიულად ერთ წელს ქართველი ჩაიჯიბავს – საფრანგეთის და იტალიის ჩემპიონობას, საფრანგეთის თასს, ჩემპიონთა თასს, ევროპის სუპერთასს და… კიდევ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონობას.
საინტერესოა სტატისტიკაა ის, რომ კვარა აღმოჩნდა ისტორიაში მე-14 ფეხბურთელი, რომელსაც მოგებული აქვს იტალიისა და საფრანგეთის ჩემპიონატები.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი („ინტერი“/„მილანი“, პსჟ)
ჯანლუიჯი ბუფონი („იუვენტუსი“, პსჟ)
ადრიენ რაბიო („იუვენტუსი“, პსჟ)
აშრაფ ჰაკიმი („ინტერი“, პსჟ)
კინგსლი კომანი („იუვენტუსი“, პსჟ)
ბლეზ მატუიდი („იუვენტუსი“, პსჟ)
მაქსველი („ინტერი“, პსჟ)
დანი ალვეში („იუვენტუსი“, პსჟ)
ტიაგო მოტა („ინტერი“, პსჟ)
ჟან-პიერ პაპენი („მილანი“, „მარსელი“)
დავიდ ტრეზეგე („იუვენტუსი“, „მონაკო“)
ოლივერ ბირჰოფი („მილანი“, „მონაკო“)
დიდიე დეშამი („იუვენტუსი“, „მარსელი“)
ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, პსჟ)
GIPHY App Key not set. Please check settings