in

წიტაიშვილმა გაიტანა და გრანადა ბრძოლას აგრძელებს, კაშია ბოლო იმედისთვის გააგდეს

გიორგი წიტაიშვილის „გრანადამ“ უმნიშვნელოვანესი თამაში მოიგო, სტუმრად “დეპორტივო” დაამარცხა – 3:2 და აგრძელებს ბრძოლას ლა ლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფში მოსახვედრად.
გამარჯვებაში თავისი წვლილი გოლით შეიტანა ქართველმა ფეხბურთელმა. 28-ე წუთზე ჩვენიანმა საჯარიმოს ხაზთან მცველისა და მეკარის შეუთანხმებლობით ისარგებლა, მათ შორის ბურთს ფეხი ამოკრა, მეკარეს თავზე გადაუგდო და ცარიელ კარში შეაგდო.
ეს წიტეს მე-6 გოლია მიმდინარე ჩემპიონატში, პლუს 3 საგოლე პასი.
სამწუხაროდ, გიორგიმ 79-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. შეფასებები: Flashscore – 7.8; Sofascore – 7.6.

დეპორტივო – გრანადა 2:3
გოლები: 0:1 რებახი (9), 0:2 წიტაიშვილი (28), 1:2 ბარბერო (71), 1:3 ტრიგეროსი (72), 2:3 ერნანდესი (90+1, პენ)
გაძევება: ბარბერო (90+7, დეპორტივო)

სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე „გრანადა“ 62 ქულით მე-6 ადგილზეა, რაც ლა ლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში თამაშის შესაძლებლობას აძლევს.
25 მაისს „კასტელონს“ უმასპინძლებს.

სლოვაკეთის ჩემპიონატი უსიამოვნოდ დაასრულა გურამ კაშიამ.
ბოლო ტურში „სლოვანმა“ 1:0 დაამარცხა „კოშიცე“, მაგრამ უკვე 25-ე წუთზე ბოლო იმედის ჯარიმის გამო ქართველი მცველი გააძევეს.
შეგახსენებთ, კაშია და „სლოვანი“ წელსაც გახდნენ ქვეყნის ჩემპიონები.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა: ველოდებით ინტერთან მატჩს

ფოტო: ხვიჩა და პსჟ დააჯილდოეს