საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდა. თუ კვარაცხელიას პსჟ-ს ჩემპიონობა დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი, დანარჩენ ორ „ქართულ“ გუნდს ბოლო წუთამდე მოუწია მიზნისთვის ბრძოლა. ერთს გამოუვიდა, მეორეს არა.
ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენი“ შინ „ტულუზასთან“ დამარცხდა – 2:3. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გუნდი ლიგა 1-დან გავარდა. ზურიკომ შეუცვლელად ითამაშა, საგოლე პასი შეასრულა და ყვითელი ბარათი მიიღო.
შეფასებები: Flashscore – 7.2; Sofascore – 7.4; Whoscored – 7.2.
დავითაშვილის ანგარიშზე ჩემპიონატზე 33 მატჩში 9 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.
სენტ ეტიენი – ტულუზა 2:3
გოლები: 0:1 კამანსი (10), 0:2 კინგი (16), 1:2 ტარდიე (38), 1:3 გბოო (58), 2:3 ბატიუბინსიკა (63)

გიორგი მიქაუტაძის „ლიონა“ შინ „ანჟე“ დაამარცხა – 2:0.
მიქაუტაძე თადარიგში დარჩა და ბოლოსკენ, 79-ე წუთზე შევიდა დუბლის ავტორ ლაკაზეტის ნაცვლად, რომელმაც გუნდში ბოლო შეხვედრა ჩაატარა და ოვაციებით გააცილეს.
შეფასებები: Flashscore – 6.8; Sofascore – 6.7; Whoscored – 6.3.
საბოლოოდ მე-6 ადგილზე აღმოჩნდა და კონფერენც ლიგის საგზური მოიპოვა. თუმცა, თუ პსჟ საფრანგეთის თასის ფინალში „რეიმსს” დაამარცხებს, მიქაუტაძის გუნდი ევროპალიგაზე საფრანგეთის თასის მფლობელისთვის გამოთავისუფლებულ კვოტას მიიღებს.
მიქაუტაძემ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 47 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ლიონი – ანჟე 2:0
გოლები: 1:0 ლაკაზეტი (55, პენ), 2:0 ლაკაზეტი (72)

GIPHY App Key not set. Please check settings