in

ხვიჩას შესანიშნავი დუბლი ბოლო ტურში: კარგ განწყობაზე ფინალებამდე

ხვიჩა კვარაცხელიამ მაჟორულ ნოტაზე დაასრულა ლიგა 1-ის სეზონი. ჩემპიონატის ბოლო, 34-ე ტურში პსჟ-მა შინ „ოსერს“ უმასპინძლა და მოუგო – 3:1.
ქართველმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა და თან ლამაზი გოლები გაიტანა

59-ე წუთზე ხვიჩამ ანგარიში გაათანაბრა, 88-ე წუთზე კი პირველი ფრანგული დუბლი შეასრულა.
პირველი გოლი შესანიშნავი შორეული დარტყმით გავიდა, მეკარისგან დაბალ კუთხეში.
მეორე გოლზე კი მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შესულმა მოხდენილად აუარა გვერდი მის შესახვერად გამოსულ მეკარეს და დაბალ კუთხეში დარტყმული მცველებმაც ვერ გადაღობეს.

ამას გარდა, ხვიჩას პასები ვერ გამოიყენეს დემბელემ და მეილიუმ, ხოლო კვარას ჯარიმი ძელს მოხვდა.

ხვიჩამ სრულად ითამაშა და საუკეთესო შეფასებები მიიღო: Flashscore – 8.9; Sofascore – 10.0; Whoscored – 10.0.
ოფიციალური ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

სულ ჩვენიანმა ლიგა 1-ში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ ლუის ენრიკემ ათამაშა ის შემადგენლობა, რომელსაც დიდი ალბათობით 31 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში დააყენებს.

პსჟ – ოსერი 3:1
გოლები: 0:1 სინაიოკო (30), 1:1 კვარაცხელია (59), 2:1 მარკინიოსი (67), 3:1 კვარაცხელია (88)
გამოუყენებელი პენალტი: რამუში (80, პსჟ)

ახლა პსჟ-ს ორი ფინალი ელოდება: 24 მაისს საფრანგეთის თასის ფინალში „რეიმსს“ შეხვდება, ხოლო 31 მაისს ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი მატჩია „ინტერთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჰაიდენჰაიმმა ბოლო ტური წააგო, ბუდუმ მეორე ტაიმი ითამაშა: ახლა პლეი-აუტი და გადარჩენის თამაშები იქნება

დავითაშვილის სენტ ეტიენი გავარდა, მიქაუტაძის ლიონი ევროპაზე მოხვდა