in

ჰაიდენჰაიმმა ბოლო ტური წააგო, ბუდუმ მეორე ტაიმი ითამაშა: ახლა პლეი-აუტი და გადარჩენის თამაშები იქნება

გერმანიის ბუნდესლიგა დასრულდა. ბოლო, 34-ე ტურში „ჰაიდენჰაიმი“ შინ „ვერდერს“ შეხვდა და დამარცხდა – 1:4.

ბუდუ ზივზივაძე ამჯერადაც თადარიგში დარჩა და მეორე ტაიმიდან ითამაშა, როდესაც მწვრთნელმა ერთბაშად ოთხი ფეხბურთელი შეცვალა, თუმცა ამას დიდი შედეგი არ მოუტანია მიუხედავად იმისა, რომ „ჰაიდენჰაიმი“ უპირატესობას დაეუფლა და სამი კარგი მომენტი ვერ გამოიყენა. ერთ ეპიზოდში ზივზივაძეს გატანა მეკარემ არ დაანება.

ბუდუს შეფასებებია: sofascore – 6.4, whoscored – 6.2, flashscore – 6.0.

ჰაიდენჰაიმი – ვერდერი 1:4
გოლები: 0:1 შმიდი (14, პენ), 0:2 სტაგე (33), 0:3 დუკში (66), 1:3 კერბერი (80), 1:4 ტოპი (86)

„ჰაიდენჰაიმმა“ ჩემპიონატი 29 ქულით მე-16 ადგილზე დაასრულა (8 მოგება, 5 ფრე, 21 წაგება, ბურთები 37-64). ეს კი ნიშნავს, რომ ბუნდესლიგაში დასარჩენად პლეი-აუტს ითამაშებს მეორე ბუნდესლიგის მესამე გუნდთან. მეტოქე ხვალ, ბოლო ტურის შემდეგ გაირკვევა. მესამე ადგილის დაკავება კი 4 გუნდს შეუძლია. ესენია „ელვერსბერგი“, „პადერბორნი“, „დიუსელდორფი“, „კაიზერსლაუტერნი“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

GEO11 vs ბარსელონა: ლეგენდების მატჩი ფოტოებში