in

ეს არ არის კარგი ამბავი მამარდაშვილისთვის…

გიორგი მამარდაშვილის ორი კონკურენტიდან ერთი – “ლივერპულიდან” მიდის. კევინ კელეჰერის გადაბირება პრემიერლიგაში აღზევებულ “ლიდსს” სურს. სხვათა შორის, იორკშირული კლუბი გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერითაცაა დაინტერესებული.

ამ თემაზე საინტერესო წერილი მოამზადა “მირორმა” (Mirror), სადაც საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილიცაა ნახსენები, ვინც მერსისაიდელებს სულ მალე უნდა შეუერთდეს “ვალენსიადან”.

“კელეჰერმა ყოველთვის შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა, როცა მას ალისონის შეცვლა დაავალეს. არ გვეჩვენება გადამეტებულად შეფასება, რომლის მიხედვითაც მას მსოფლიოს საუკეთესო სათადარიგო მეკარეს უწოდებენ. კელეჰერს კლუბთან კონტრაქტის ამოწურვამდე 12 თვეზე მეტი რჩება, თუმცა სიტუაციას ართულებს ის, რომ “ლივერპულში” ელიან გიორგი მამარდაშვილის ჩასვლას. ეს აიძულებს ირლანდიელს, იპოვოს ისეთი კლუბი, სადაც მას ექნება ნომერ პირველი მეკარის სტატუსი.

გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც “ლივერპული” კელეჰერის სანაცვლოდ 40 მილიონ ფუნტს ითხოვს, თუმცა, თუ იქნება რეალური შეთავაზება, მაშინ ეს თანხა აუცილებლად დაიკლებს. კელეჰერის მიმართ ინტერესი უკვე გამოხატეს “ნიუკასლმა” და “ბორნმუთმა”. ახლა კი წინა პლანზე გამოვიდა “ლიდსი”. ეს გუნდი დაბრუნდა ინგლისური ფეხბურთის ელიტაში და ახლა ყველაფერს აკეთებს, რათა შემადგენლობა გააძლიეროს.

“ჩემთვის მთავარია, მან ითამაშოს. არ აქვს მნიშვნელობა, სად ითამაშებს. მთავარია, უწყვეტი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს. ის ზედმეტად კარგი ფეხბურთელია საიმისოდ, რომ იჯდეს სათადარიგოთა სკამზე”, – ამბობს ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჰეიმირ ჰალგრიმსონი, ვინც აღტაცებულია კელეჰერის უნარებით და მას ნაკრების უპირობო პირველ ნომრად მიიჩნევს.

გასულ ზაფხულს “ლივერპულმა” “ვალენსიადან” გადაიბირა საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი. ახლა ბევრი კითხულობს, თუ რამდენად იქნა გათვალისწინებული კელეჰერის ფაქტორი მაშინ, როცა დაიგეგმა ქართველი მეკარის ტრანსფერი.

იმ შემთხვევებში, როცა კელეჰერი გამოჩნდა მიმდინარე სეზონში “ლივერპულის” სასტარტო შემადგენლობაში, მის მიმართ პრეტენზია არავის ჰქონია. ირლანდიელმა მერსისაიდული კლუბის სასტარტო შემადგენლობაში 20 მატჩი დაიწყო, აქედან ნახევარი – პრემიერლიგაში.

მედლის მეორე მხარეა, რომ ყველა ასეთ შემთხვევაში, ვგულისხმობთ პრემიერლიგურ თამაშებს, ალისონ ბეკერი ტრავმირებული გახლდათ და არნე სლოტი უბრალოდ იძულებული იყო, კელეჰერის სასარგებლოდ მიეღო გადაწყვეტილება.

“ლივერპულის” ნიდერლანდელ დამრიგებელ არნე სლოტს არასოდეს დაუმალავს, რომ მეკარის პოზიციაზე მისი მთავარი დასაყრდენი ალისონ ბეკერია. ეს კი კარგი ამბავი არ არის მამარდაშვილისთვის. ის ნამდვილად არ იქნება მოხარული, თუ “ლივერპულში” გადასვლის შემდეგ კელეჰერის მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება”, – წერს ინგლისური გამოცემა.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მსაჯი მძარცველია: მამარდაშვილის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო

ქართველ გულშემატკივარს საინტერესო სანახაობა ელის: ლეგენდების პრესკონფერენცია