in

მსაჯი მძარცველია: მამარდაშვილის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო

ლა ლიგის 36-ე ტურში „ვალენსია“ სტუმრად „ალავესთან“ 0:1 დამარცხდა. გოლი უსამართლოდ დანიშნული პენალტით მასპინძლებმა მას შემდეგ გაიტანეს, რაც მსაჯმა ხესუს ხილ მანსანომ გიორგი მამარდაშვილზე თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა, როდესაც ის გამოსვლაზე ბურთს ვერ შესწვდა და არბიტრის აზრით, სანტიაგო მოურინიოს შეეჯახა.

მამარდა საუკეთესო იყო: ვალენსიამ გიორგის აკიდებული პენალტით წააგო

მანსანოს გადაწყვეტილება ესპანურმა მედიამ გააკრიტიკა.

კატალონიური „სპორტი“: „მენდისოროსამ“ (ალავესის სტადიონი) და ხილ მანსანომ „ღამურების“ ევროპული ოცნება დაასამარეს. VAR-მა მთელი თავისი ნდობის მანდატი ამოწურა. ამჯერად ცუდი მსაჯობის გამო ქულა „ვალენსიამ“ დაკარგა. ეტყობა, მანსანოს მოსწყინდა მეორე ტაიმში გუნდების უფერული თამაშის ყურება და თერთმეტმეტრიანი დანიშნა. უნდოდათ ის დაცინვისგან გადაერჩინათ და ეპიზოდის გადამოწმება ურჩიეს, მაგრამ როგორც ჩანს, მან გადაწყვიტა მატჩის მთავარი გმირი გამხდარიყო“.

Superdeporte: „ეს რეციდივისტი მანსანოს ძარცვა გახლდათ. პირველი შემთხვევა არაა, როცა მისი შეცდომების შედეგად „ვალენსია“ ზარალდება. ასეთ შემთხვევებს ადრეც ჰქონდა ადგილი“.

Eldesmarque: „მამარდაშვილს გამოსვლაზე წესები არ დაურღვევია. VAR-მა მანსანოს მომენტის გადამოწმება ურჩია, ის ეკრანთან მივიდა და მიღებული გადაწყვეტილება არ შეცვალა – თავისი ვირიდან არ ჩამოვიდა“.

კარლოს კორბერანი (ვალენსიას მწვრთნელი): „მამარდაშვილს თამაშში ჩართვა სხვებზე ხშირად უწევდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ შეტევაში სათანადოდ ვერ გავისარჯეთ. როდესაც VAR-ი არბიტრს მომენტის გადამოწმებისკენ მოუწოდებს, როგორც წესი, ობიექტური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, იყო თუ არა კონტაქტი. მსაჯს ამისათვის საკმაო დრო ჰქონდა. ამჯერად VAR-ისა და არბიტრის მოსაზრებებს შორის შეუსაბამობა დაფიქსირდა“.

კომენტარი თავად მამარდაშვილმაც გააკეთა: „ჩვენ ვიცით, აქ თამაში ყოველთვის რთულია. „ალავესი“ ყველა ბურთისთვის იბრძოდა. არავითარი პენალტი არ იყო, მე ეს არ მესმის. თვით მეტოქის ფეხბურთელებმაც მითხრეს, რომ თერთმეტმეტრიანი არ უნდა დანიშნულიყო. ეს სირცხვილია. გამეორებაც ვნახე და ჩემს სიმართლეში დავრწმუნდი. ევროტურნირებზე გასვლა, სამწუხაროდ, ძალიან გაგვიჭირდება. ორი შეხვედრა დაგვრჩა, ბოლომდე ბრძოლა გვმართებს. ჩვენი გუნდი არასოდეს ნებდება“.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდა საუკეთესო იყო: ვალენსიამ გიორგის აკიდებული პენალტით წააგო

ეს არ არის კარგი ამბავი მამარდაშვილისთვის…