ბუქმეკერები მიიჩნევენ, რომ ბრაზილიის ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს.
კარლო ანჩელოტის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, ბრაზილიელები ტურნირის ფავორიტებად იქცნენ 6.50 კოეფიციენტით.
მეორე ადგილზე ესპანეთია (7.00), მესამეზე კი საფრანგეთია (7.50). მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი არგენტინა, მე-5 ადგილზეა 9.00 კოეფიციენტით.
ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრების პირველი უცხოელი მწვრთნელი გახდა. ის გუნდთან მუშაობას ივნისის მატჩებიდან, ეკვადორისა და პარაგვაის წინააღმდეგ დაიწყებს.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ბუკმეკერების მიხედვით:
- ბრაზილია – 6.50
- ესპანეთი – 7.00
- საფრანგეთი – 7.50
- ინგლისი – 8.00
- არგენტინა – 9.00
- გერმანია – 10.00
- პორტუგალია – 15.00
- ნიდერლანდები – 21.00
9-10. იტალია – 23.00
9-10. კოლუმბია – 23.00
GIPHY App Key not set. Please check settings