in ,

რეალი შვებულებაში ჩარჩა, ბარსამ ისტორიული თამაში მოიგო – XIX ტური

კალენდარული წლის პირველ ტურში ორი მადრიდული დერბი გაიმართა. მოულოდნელად ერთ-ერთა აუტსაიდერთან დამარცხდა ერთპიროვნული ლიდერი მადრიდის „რეალი“, თუმცა პირველი თამაშის წაგება კარლო ანჩელოტისთვის ჩვეული საქმეა და ამით ტრაგედია არ უნდა შევქმნათ.

ზედიზედ 4 წაგების შემდეგ ანხელ კორეას დუბლით მოგება გაიხსენა „ატლეტიკომ“, რომელმაც დერბიში იმ „რაიოს“ მოუგო, რომელიც მასზე წინ იყო და ახლა კი თავად გადაასწრო და ოთხეულშიც დაბრუნდა.

ამასობაში ოთხეულს უახლოვდება „ბარსელონაც“, რომლის ბოლო 4 ლა ლიგური მატჩის შედეგი ასეთია: ფრე, მოგება, ფრე, მოგება და მხოლოდ 1 ქულა მეოთხეადგილოსანთან.

ჩავი „მალიორკასთან“ მატჩის გამართვის წინააღმდეგი იყო: „ჩვენ 17 ფეხბურთელი არ გვყავდა. ეს ისტორიული მოგებაა „ბარსასთვის“, ოქროს 3 ქულა“.

ლუკ დე იონგმა პირველად გაიტანა სექტემბრის შემდეგ. მას 2 გოლი აქვს 13 მატჩში.

„ატლეტიკომ“ შეწყვიტა ლა ლიგაში 4-მატჩიანი წაგებათა სერია.

შეწყდა „რეალის“ 15-მატჩიანი წაუგებელი სერია.

ანჩელოტიმ წააგო წლის პირველი 3 მატჩი ზედიზედ.

ანჩელოტი: „რეალი“ შვებულებაში შეყოვნდა, გუნდი ჯერ კიდევ ზეიმობდა. მაგრამ დრამა საჭირო არ არის, ჩვენ ლიდერები ვართ“.

ლა ლიგა – XIX ტური

ხეტაფე – რეალი 1:0
ელჩე – გრანადა 0:0
ატლეტიკო – რაიო ვალეკანო 2:0
ბეტისი – სელტა 0:2
ალავესი – სოსიედადი 1:1
მალიორკა – ბარსელონა 0:1

31 დეკემბერი
ვალენსია – ესპანიოლი 1:2

დღეს

ვილიარეალი – ლევანტე
ოსასუნა – ბილბაო
კადისი – სევილია

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესიც კაცი ყოფილა: კორონა ლეომდეც მივიდა

მეტრეველმა მსოფლიოს მეცხრე ჩოგანს სეტი მოუგო, მაგრამ… ბასილაშვილის გარეშე საქართველო პოლონეთთან დამარცხდა