ზურიკო დავითაშვილმა „ბეშიქთაშთან“ მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწია – „სენტ-ეტიენის“ ფეხბურთელი თურქულ კლუბში იმ შემთხვევაში გადავა, თუ გუნდი ევროსაგზურს მოიპოვებს – ინფორმაციას საქართველოს ნაკრებისა და „სენტ-ეტიენის“ შემტევი ნახევარმცველის შესაძლო ტრანსფერზე თურქული გამოცემა Sabah-ი ავრცელებს.
„მომავალი სეზონისთვის „ბეშიქთაში“ გაძლიერებას გეგმავს. „არწივები“ დაინტერესებულნი არიან „სენტ-ეტიენის“ 24 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველის, ზურიკო დავითაშვილის შეძენით და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მის დამატებას შეეცდებიან. მხარეებმა მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიეს – ფეხბურთელი ტრანსფერზე იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ გუნდი ევროტურნირზე ითამაშებს.
ქართველმა ფეხბურთელმა შესანიშნავი ტექნიკით მიიპყრო ყურადღება, ამ სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში 30 მატჩი ჩაატარა და 16 საგოლე მოქმედება შეასრულა – დავითაშვილის ანგარიშზე 9 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა“, – წერს თურქული გამოცემა.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings