in

მეტრეველმა მსოფლიოს მეცხრე ჩოგანს სეტი მოუგო, მაგრამ… ბასილაშვილის გარეშე საქართველო პოლონეთთან დამარცხდა

გამთენიისას, საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრებმა ATP CUP-ზე მეორე შეხვედრა გამართა. არგენტინასთან უშანსო მარცხის შემდეგ, საქართველო პოლონეთს დაუპირისპირდა.

აღნიშნულ დაპირისპირებაში თავიდან განსაკუთრებულ ინტერესს ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მსოფლიოს მეცხრე ჩოგნის პოლონელი ჰურბერტ ჰურკაჩის თამაში იწვევდა, მაგრამ თამაშის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ბასილაშვილი მატჩს ჩაეხსნა. საქართველოს ნაკრების კაპიტნის დავით კვერნაძის განმარტებით, ბასილაშვილმა დეკემბერში კორონავირუსი გადაიტანა და თავს არცთუ კარგად გრძნობს.

ბასილაშვილის ნაცვლად ჰურკაჩის წინააღმდეგ სათამაშოს ალექსანდრე მეტრეველი გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც ამჟამად მსოფლიო რეიტინგის 571-ე ნომერია, მრისხანე პოლონელს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია და პირველი სეტი ტაი-ბრეიკზე მოუგო კიდეც, მაგრამ შემდეგ ჰურკაჩის უპირატესობა კლასში დიდი იყო და შეხვედრაც დამაჯერებელ გამარჯვებამდე მიიყვანა.

მეორე შეხვედრაში ალექსანდრე ბაკში კამილ მაიჩარზაკს დაუპირისპირდა და ორ სეტში (6:1,6:1) დამარცხდა. ბაკში მსოფლიო კლასიფიკაციაში 972-ეა. პოლონელი კი, 117-ე ადგილს იკავებს.

წყვილთა თანრიგში საქართველოს ნაკრებიდან ზურაბ ტყემალაძემ და ალექსანდრე ბაკშმა ითამაშეს, რომმლებიც ვალკოვის და ზიელინსკის წყვილს დაუპირისპირდნენ. ქართულმა წყვილმა პლონელებს სეტიც მოუგო, მაგრამ ვეტი ვერაფერი შეძლო. და სამ სეტში (7:6; 2:6;6:10) დამარცხდა.

მომდევნო შეხვედრას საქართველო საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს. განსაკუთრებულ ინტერესს ნიკოლოზ ბასილაშვილის და სტეფანოს ციციპასის შეხვედრა იწვევს, მაგრამ ამ მატჩში მიიღებს თუ არა საქართველოს პირველი ჩოგანი მონაწილეობას ამ ეტაპზე უცნობია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რეალი შვებულებაში ჩარჩა, ბარსამ ისტორიული თამაში მოიგო – XIX ტური

ბითაძეს კორონა აქვს: ინდიანა ისევ აგებს