in

საქართველო მე-4 კალათაში: მსოფლიოს წილისყრა სამშაბათსაა

13 მაისს ყატარის დედაქალაქ დოჰაში მსოფლიოს 2027 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა ჩატარდება და გავიგებთ საქართველოს ნაკრების მეტოქეებს.

კალათურთის მუნდიალის ფინალურ ეტაპზე 32 გუნდი ითამაშებს, მათგან 12 იქნება ევროპული ნაკრები.

წილისყრამდე ტრადიციულად გუნდები კალათებში გადანაწილდნენ. საქართველოს ნაკრები მეოთხე კალათაშია, ფინეთთან და თურქეთთან ერთად, პლუს დაემატება საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებული გუნდი (დანია-ხორვატიას შორის გამარჯვებული).

პირველი, მეოთხე, მეხუთე და მერვე კალათის გუნდები A, C, E და G ჯგუფებში მოხვდებიან, ხოლო მეორე, მესამე, მეექვსე დე მეშვიდე კალათებიდან B, D, F და H ჯგუფებში.

შესარჩევი ორ ეტაპად ჩატარდება. ჯერ 32 ნაკრები 8 ჯგუფად გაიყოფა (თითოში 4 გუნდი). მეორე ეტაპზე სამი საუკეთესო გავა. შეიქმნება 4 ჯგუფი (თითოში უკვე 6 გუნდი). ჯგუფების სამ-სამი საუკეთესო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მიიღებს.

პირველი ეტაპის 6 მატჩისთვის გამოყოფილი იქნება 3 სათამაშო ფანჯარა, რომელიც 2025 წლის ნოემბერში დაიწყება და 2026 წლის ივლისში დასრულდება.
მეორე ეტაპზე გასული 24 ნაკრები 4 ჯგუფში განაწილდება. თამაშები 2026 წლის აგვისტოში დაიწყება, ნოემბერში გაგრძელდება და 2027 წლის თებერვალში დასრულდება.

შესარჩევი ტურნირის გათამაშების სისტემის უკეთ აღსაქმელად იხილეთ მისი ანიმაციური ვარიანტი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უნდა გამოვნახოთ ძალა, ჩვენ ეს შეგვიძლია: ახლა მთავარი გუნდია – ზურიკოს პრესკონფერენცია

იდეალურია ბალანსია საჭირო: ლუის ენრიკე გუნდს ორი ფინალისთვის ამზადებს