in

უნდა გამოვნახოთ ძალა, ჩვენ ეს შეგვიძლია: ახლა მთავარი გუნდია – ზურიკოს პრესკონფერენცია

ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენის“ მდგომარეობა სახარბიელო ნამდვილად არ არის. ჩემპიონატის დასრულებამდერ ორი ტურით გუნდი გასავარდნ ზონაშია და გადარჩენისთვის იბრძვის. დღეს საღამოს სტუმრად რთული მატჩი აქვს, „რეიმსთან“, რომელიც ასევე ქვედა ნაწილშია და თავი ქუდში ჯერ კიდევ არ აქვს (თუ „სენტ ეტიენმა“ მოიგო, სხვაობას სამ ქულამდე შეამცირებს). მოკლედ, დიდი ბრძოლა იქნება.

ამ შეხვედრამდე გაიმართა მატჩისწინა ტრადიციული პრესკონფერენცია, რომელზეც გუნდის მთავარ მწვრთნელთან ერთად სწორედ ქართველი ფეხბურთელი მივიდა.

ზურიკო დავითაშვილი:

„ახლა ყველაფერი ამ მატჩებზეა დამოკიდებული. ჩვენ უნდა გამოვნახოთ ძალა და ვფიქრობ შეგვიძლია პროგრესის მიღწევა. ვითარება რთულია, მაგრამ თუ „რეიმსი“ დავამარცხეთ, მერე შეიძლება იმედი გვქონდეს, რომ „ლავრის“ შეხვედრაში ჩვენთვის სასურველი შედეგი იქნება. მზად ვართ ყველაფერი გავიღოთ, რაც გაგვაჩნია და რაც შეგვიძლია.

სტატისტიკურად ლიგა 1-ის პირველ სეზონში ცუდი შედეგი არ მაქვს, მაგრამ რა თქმა უნდა გვინდა უკეთესები ვიყოთ, განსაკუთრებით გუნდურად. როდესაც გუნდი ქულებს კარგავს, მარტივი არ არის. ინდივიდუალური მიღწევები უკანა პლანზე გადადის, ახლა მხოლოდ კლუბზე ვარ ფოკუსირებული“.

დავითაშვილმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 32 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი შეასრულა. კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე აქვს გაფორმებული.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაპოლის გადასაწყვეტია მისცემენ თუ არა კვარას იტალიის ჩემპიონობას

საქართველო მე-4 კალათაში: მსოფლიოს წილისყრა სამშაბათსაა