ფრანგულმა ტელეკომპანია RMCsport-მა საკუთარ ვებგვერდზე ხვიჩა კვარაცხელიაზე სტატია გამოაქვეყნა – როგორც ცნობილია, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს ამ სეზონში, საფრანგეთის ჩემპიონობასთან ერთად, იტალიის ჩემპიონობის შანსიც აქვს.
RMCsport-ი აღნიშნავს, რა შემთხვევაში მიიღებს კვარაცხელია ორი ქვეყნის ჩემპიონის ოქროს მედალს.
დე ლაურენტისმა შეიძლება კვარაცხელიას ოქროს მედალი არ გადასცეს
საფრანგეთისა და იტალიის ჩემპიონი ერთ სეზონში? კვარაცხელიას უჩვეულო დუბლის შანსი აქვს
„პსჟ-თან ერთად ლიგა 1-ის მოგების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ ჩემპიონობის შემთხვევაში, შესაძლოა, იტალიის ჩემპიონის ოქროს მედალიც მიიღოს – ქართველმა ფეხბურთელმა სეზონის პირველი ნახევარი იტალიურ კლუბში გაატარა. „ნაპოლი“ სერია A-ს ცხრილის სათავეშია და „ინტერს“ სამი ქულით ასწრებს, დარჩენილ სამ ტურში კი მეტოქესთან შედარებით იოლი თამაშები აქვს.
თუმცა თუ „ნაპოლი“ ისტორიაში მეოთხე სკუდეტოს მოიგებს, კვარაცხელია ავტომატურად ჩემპიონი ვერ გახდება, ვინაიდან სერია A-ში გამარჯვებულის ოქროს მედალს მხოლოდ ტიტულის მოგების დროს რეგისტრირებულ მოთამაშეებს გადასცემენ.
ისინი, ვინც გუნდში აღარ ირიცხებიან, საჩემპიონო სიაში ავტომატურად არ ხვდებიან და კლუბის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია, მიიღოს თუ არა ფეხბურთელმა ოქროს მედალი. ასე რომ, საბოლოო გადაწყვეტილებას „ნაპოლი“ მიიღებს.
კვარაცხელიამ ამ სეზონში „ნაპოლის“ მაისურით 17 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. პსჟ-ში გადასვლის შემდეგ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 22 მატჩში მის ანგარიშზე 4 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა. ასე რომ, ეს წელი, შესაძლოა, ისტორიული იყოს ქართველი ვარსკვლავისთვის, რომლის ამჟამინდელი კლუბი „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა“.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings