in

რეალი, ბარსა და იუვე წელს სუპერლიგის აღორძინებას აპირებენ

„რეალი“, „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ ევროპის სუპერლიგის აღდგენისკენ არიან მიმართული. რამდენიმე დღის წინ კლუბების ხელმძღვანელობამ 2022 წელს პროექტის ხელახალი ჩაშვების საკითხი განიხილეს. ამის შესახებ Financial Times იტყობინება. ეს სამი გუნდი ჯერ კიდევ ინარჩუნებს სუპერლიგის წარმატების რწმენას.

სუპერლიგის ჩავარდნიდან ნახევარ წელიწადზე მეტი გავიდა.

„იუვენტუსი“ ოფიციალურად გახდა ფინანსური მაქინაციების გამოძიების საქმის ფიგურანტი. კლუბის პრეზიდენტი ანდრეა ანიელი და ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედი ეჭმიტანილები არიან და მათ წინააღმდეგ საქმეა აღძრული.

„რეალს“ კი საქმე კარგად აქვს: კლუბი აპირებს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ააფეთქოს და ჰაალანდსა და მბაპეზე ნადირობს. საამისოდ ფლორენტინო პერესი 4 ფეხბურთელს გაასხვისებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პირველი ქართული ლელო 2022 წელს: ლობჟანიძემ გაიბრწყინა

მესიც კაცი ყოფილა: კორონა ლეომდეც მივიდა