პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. განმეორებით ნახევარფინალში 2:1 დაამარცხა „არსენალი“ და დამსახურებულად ითამაშებს წლის მთავარ მატჩში – 31 მაისს, მიუნხენის “ალიანც არენაზე”, მილანის“ინტერთან“.
არ იყო მარტივი მატჩი. „არსენალმა“ თავიდან გვარიანად შეუტია და კინაღამ გაუტანა კიდეც. მერეც, როდესაც ანგარიშში სხვაობა შეამცირა, საკას ცარიელ კარში რომ შეეგდო და გაეთანაბრებინა, არაავინ იცის რა მოხდებოდა. თუმცა პსჟ ცხადია დამსახურებულად გავიდა და ამაში დიდია თითოეული ფეხბურთელის წვლილი, მაგრამ დონარუმას საოცარი სეივები მაინც გამოსარჩევია.
ქართველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ფინალშია: ხვიჩა გოლებში მონაწილეობდა
პსჟ ერთგვარად ინგლისის ჩემპიონად შეიძლება მოვნათლოთ. პარიზელებმა ამ ტურნირზე დაამარცხეს „სიტი“ (ჯგუფის გადამწყვეტ შეხვედრაში), მერე კი პლეი-ოფში მხოლოდ ინგლისურ კლუბებს შეხვდნენ და ყველას აჯოობეს – „ლივერპული“, „ასტონ ვილა“, „არსენალი“.
ჩემპიონთა ლიგა. 1/2 ფინალი. საპასუხო მატჩი
პსჟ – არსენალი 2:1
პირველი მატჩი 1:0
გოლი: 1:0 ფაბიან რუისი (27), 2:0 ჰაკიმი (72. დემბელეს პასით), 2:1 საკა (76)
გამოუყენებელი პენალტი: ვიტინია (69. მეკარე)
პსჟ: დონარუმა – ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში (88. რამუში) – ვიტინია, ნევეში, ფაბიან რუისი – კვარაცხელია, ბარკოლა (70. დემბელე), დუე (74. ერნანდესი)

პსჟ არსებობის ისტორიაში მეორედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში (პირველად 2020 წელს „ბაიერნთან“ 0:1 დამარცხდა).
პსჟ გახდა პირველი ფრანგული კლუბი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ ითამაშა მას შემდეგ, რაც ტურნირს ეს სახელი ეწოდა (1992/93).
პსჟ-ს შეუძლია სეზოNში კვადრუპლი შეასრულოს, ხოლო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჩათვლით 5 ტროფეი მოიგოს. ჩემპიონატი და ქვეყნის სუპერთასი უკვე მოგებულია.
უსმან დემბელე მონაწილეობდა 12 გოლში (8+4) ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ფრანგული კლუბის ფეხბურთელისთვის ტურნირის ერთ სეზონში.
“არსენალი” დამარცხდა ბოლო ოთხ ნახევარფინალურ სტადიაზე სხვადასხვა სათასო ტურნირში: 2020/21 – ევროპალიგა, 2021/22 – ინგლისის ლიგის თასი, 2024/25 – ინგლისის ლიგის თასი, 2024/25 – ჩემპიონთა ლიგა. ეს არის “არსენალის” ყველაზე გრძელი წარუმატებელი სერია ამ ეტაპზე.
ბუკაიო საკამ (“არსენალი”) გაიტანა 10 გოლი ჩემპიონთა ლიგის 18 მატჩში – მხოლოდ ჰარი კეინმა მიაღწია გოლების ორნიშნა რაოდენობას უფრო სწრაფად – 12 მატჩში.
აპრილის დასაწყისიდან მოყოლებული, პრემიერ ლიგის არც ერთ გუნდს, ყველა ტურნირის ჩათვლით, არ გაუშვია მეტი გოლი სტანდარტული მდგომარეობებიდან (პენალტების გარდა), ვიდრე “არსენალს” – 5. იგივე რაოდენობა აქვს “იფსვიჩს”.
18 წლის და 223 დღის მაილს ლუის-სკელი გახდა მეხუთე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ყველაზე ახალგაზრდა ინგლისელი და ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ინგლისური კლუბიდან, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის ორივე მატჩი ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.
ლონდონელებს ამ მატჩში გოლის მოლოდინის კოეფიციენტი (xG) ჰქონდა 3.14, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია რომელიმე გუნდის მხრიდან “პარი სენ-ჟერმენის” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში. ასევე, 19 დარტყმა იყო მათთვის ყველაზე მეტი – 2016 წლის მარტის (“ბარსელონასთან”, 20 დარტყმა) შემდეგ.

GIPHY App Key not set. Please check settings