in

ქართველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ფინალშია: ხვიჩა გოლებში მონაწილეობდა

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა! ქართველი ფეხბურთელი ერთ ნაბიჯშია მოიგოს ყველაზე პრესტიჟული და საუკეთესო ტურნირი, რომელიც აქამდე ჩვენიანს უკვე დაუპყრია (კახა კალაძე ორჯერ არის ლიგის გამარჯვებული).

კვარაცხელიას პსჟ-მა ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩში ლონდონის „არსენალი“ ისევ დაამარცხა – 2:1.

კვარა ამ შეხვედრაშიც აქტიური და კარგი იყო. ძალიან დიდ დროს და სამუაშოს ასრულებდა დაცვაში, ცხადია შეტევაშიც სახიფათო იყო და მართალია საგოლე მოქმედება მის ანგრიშზე არ არის, მაგრამ ორივე გოლში მიიღი მონაწილეობა. პირველი გოლი მასპინძლებმა ჯარიმის გათამაშების შემდეგ გაიტანეს, ეს ჯარიმა კი ბრძოლაში სწორედ ხვიჩამ მოიპოვა. მეორე საგოლე შეტევა კი ქართველმა წამოიწყო.

ფრანგების პირველი სახიფათო მომენტი კვარაცხელიამ შექმნა, როდესაც მცველებს გასცდა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.
კვარამ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და სწრაფი კონტრშეტევისას დუე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ დარტყმა დააგვიანა.

ხვიჩას ჰქონდა გამორჩეული თამაში ართმევების მხრივ: მან 7 მცდელობიდან 6-ჯერ აართვა ბურთი მეტოქეს.

კვარცხელიამ შეუცვლელად ითამაშა და კინკლაობის გამო ყვითელი ბარათი მიიღო.

შეფასებები: Flashscore – 7.2; Sofascore – 6.8; Whoscored – 7.1.

პსჟ – არსენალი 2:1
პირველი მატჩი 1:0
გოლები: 1:0 ფაბიანი (27), 2:0 ჰაკიმი (72), 2:1 საკა (76)
გამოუყენებელი პენალტი: ვიტინია (69, პსჟ)

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 31 მაისს მიუნხენშია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თორნიკე შენგელია ბარსელონაში გადავიდა

ნაბიჯი სანუკვარ თასამდე: პსჟ ფინალშია და ინტერს შეხვდება