in

კვარათი ვამაყობ და აღფრთოვანებული ვარ: ლუის ენრიკე

ხვიჩა კვარაცხელია და მისი პსჟ დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში უნდა გავიდნენ. ბოლო ნაბიჯი ისევ ინგლისური ბარიერის გადალახვაა. ლონდონში მოგებული 1:0 დღეს პარიზშია ბოლომდე მისაყვანი. მატჩამდე პარიზელთა თავკაცმა ლუის ენრიკემ ტრადიციული მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და ქართველ ფეხბურთელზეც აღმატებულ ტონში ისაუბრა.

მთავარ მატჩში პსჟ უნდა ვათამაშო: ლუის ენრიკეს შოუ გუნდი და სიამოვნება უნდა

ლუის ენრიკე:

„ორი სეზონის წინ კვარასთან თითქმის გაფორმებული გვქონდა კონტრაქტი, მაშინაც ვცდილობდით მის აყვანას. მას კარგად ვიცნობთ. ასეთი თავდამსხმელის პოვნა ძნელია. ყოველთვის რთულია, როცა ქვეყანას და საფეხბურთო სტილს იცვლი. ადაპტაციის პროცესი ადვილი არ ყოფილა, მაგრამ ის გონებაგახსნილი ადამიანია. დღეს ის თითქმის ყველა მატჩს თამაშობს და ძალიან ვამაყობ მისით. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდაა, უდიდესი გამოცდილება აქვს და მისი თამაშით აღფრთოვანებული ვარ”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მთავარ მატჩში პსჟ უნდა ვათამაშო: ლუის ენრიკეს შოუ გუნდი და სიამოვნება უნდა

დე ლაურენტისმა შეიძლება კვარაცხელიას ოქროს მედალი არ გადასცეს