ჩემპიონთა ლიგაზე გადამწყვეტი ეტაპი დადგა: სულ სამი მატჩი დარჩა. დღეს და ხვალ ფინალისტები გაირკვევა.
ვიდეო: მულტფილმი – როგორ ემზდებიან გუნდები ფინალში გასასვლელად
საპასუხო მატჩების წინ, კიდევ ერთხელ მიმართეს ხელოვნურ ინტელექტს ყველაზე მოწინავე ChatGPT მოდელის სახით.
აღსანიშნავია, რომ ერთი კვირის წინ ხელოვნურმა ინტელექტმა არასწორი პროგნოზი გააკეთა, რომლის მიხედვით „ბარსას“ 2:0 უნდა მოეგო „ინტერთან“, ხოლო „არსენალს“ მინიმალური სხვაობით 2:1 დაემარცხებინა პსჟ.
როგორც ცნობილია, ბარსელონაში პირველი მატჩი ფრედ (3:3) დასრულდა, ხოლო ლონდონში პსჟ-მ 1:0 მოიგო. ვნახოთ, რამდენად ზუსტი აღმოჩნდება ხელოვნური ინტელექტის პროგნოზი ახლა.

ინტერი – ბარსელონა
მოედნის ფაქტორის, ფეხბურთელების ბალანსისა და ნერვიულობის შეჯამებით, მასპინძლებისგან მინიმალურ წარმატებას ელიან.
პროგნოზი: ინტერი – ბარსელონა 2:1
საერთო ანგარიშია 5:4, ინტერი გადის მომდევნო ეტაპზე.
პსჟ – არსენალი
ანგარიშის შესაცვლელად, „მეთოფეებს“ მოუწევთ რისკზე წასვლა, რაც კონტრშეტევაზე ზონებს გაათავისუფლებს.
პროგნოზი: პსჟ – არსენალი 1:1
საერთო ანგარიშია 2:1, პსჟ გადის ფინალში.

ახლა ვნახოთ რას ამბობენ ბუქმეკერები:
ინტერი – ბარსელონა
ინტერის მოგება: 3.09
ფრე: 4.01
ბარსელონას მოგება: 2.24
პსჟ – არსენალი
პსჟ-ს მოგება: 2.07
ფრე: 3.65
არსენალის მოგება: 3.35
ორივე გაიტანს – კი: 1.60
ორივე გაიტანს – არა: 2.35
მოკლედ, რა მივიღეთ; ხელოვნური ინტელექტის ფინალია: ინტერი – პსჟ, ხოლო ბუქმეკერების – ბარსელონა – პსჟ.
ხვიჩას ამბავში ჩვენ ორივე გვაწყობს…
GIPHY App Key not set. Please check settings