in ,

ვიდეო: მულტფილმი – როგორ ემზდებიან გუნდები ფინალში გასასვლელად

დღეს ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტის ვინაობას გავიგებთ, ხვალ კი – ორივე გვეცოდინება. „ინტერი“ „ჯუზეპე მეაცაზე“ „ბარსელონას“ მასპინძლობს, ხოლო „პარკ დე პრენსზე“ პსჟ „არსენალს“.

Bleacher Report-მა, როგორც სჩვევია ხოლმე, მულტფილმის სტილში, გვაჩვენა თუ როგორ ემზადებიან გუნდები ამ მნიშვნელოვანი მატჩისთვის.

ლამინ იამალი რაფინია დიასის დახმარებით კვლავ იცვლის ვარცხნილობას. ამჯერად გუნდი ფინალში მესის სტილშია გასაყვანი. სიმონე ინძაგი ლაუტარო მარტინესის მოედანზე დასაბრუნებლად ბოლო მცდელობას მიმართავს – ზეითუნის ზეთი წაუსვა.

ჯანლუიჯი დონარუმა ინგლისელებს ღამის კლუბში გართობის საშუალებას არ აძლევს. ფეისკონტროლის წარუმატებლებს შორის იყვნენ ბუკაიო საკა (მინიშნება ევრო 2020-ზე), ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი (მისი „ლივერპული“ გააგდეს), მარკუს რეშფორდი („ასტონ ვილა“ გამოთიშეს) და დეკლან რაისი (მინიშნება იმისა, რომ „არსენალიც“ ვერ გაივლის).

ბუკაიო საკა მოგზაურობისთვის ჩემოდანს ალაგებს. ფერან ტორესი ზვიგენს „ინტერის“ მაისურს აწვდის, მარკუს ტურამი კი მამამისის „ბარსელონას“ მაისურს პოულობს და მის თვალწინ წვავს.

უსმან დემბელემ ხეზე განცხადება გააკრა, სადაც ხალხს მარტინ ოდეგორის პოვნის შემთხვევაში დაურეკავს. ამასობაში, დეკლან რაისი საჯარიმო დარტყმების შესრულებას ფრანგული ღირსშესანიშნაობების სამიზნედ აქცევს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სანდროც: ბარსას მამუკელაშვილიც უნდა

ვინ გავა ფინალში: რას ამბობს ხელოვნური ინტელექტი და როგორია ბუქმეკერების პროგნოზი