გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ შეიძლება კარიერა „ბარსელონაში“ გააგრძელოს. SoloBasket-ის ცნობით, ეს ტრანსფერი სავსებით რეალურია.
გამოცემა Sportando-ზე დაყრდნობით წერს, რომ კატალონიური კლუბისთვის შენგელიას თავისუფალი აგენტის სტატუსით დამატება ხელსაყრელია, ძალიან დაინტერესებული არიან და გუნდის პროექტში კევინ პუნტერთან, დარიო ბრისუელასთან, იან ვესელისთან და ჯაბარი პარკერთან ერთად საკვანძო ფიგურად განიხილავენ.
აღნიშნულია, რომ „ბარსელონას“ თორნიკეს დამატება ორჯერ სურდა, მარტში 34 წლის გახდა, მაგრამ ამტკიცებს, რომ თავის პოზიციაზე კვლავაც ერთ-ერთი საუკეთესოა.
„ბარსასთვის“ სასურველ და ხელმისაწვდომ კალათბურთელთა სიაში 12 მოთამაშიდან, 6 NBA-დანაა და მათ შორისაა სანდრო მამუკელაშვილი, რომელსაც „სან ანტონიო სპურსთან“ კონტრაქტი დაუსრულდა.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings