in

შენგელია ბარსელონას უნდა

გამოცემა “სპორტანდოს” ინსაიდერი ალესანდრო ლუიჯი მაჯი წერს, რომ “ბარსელონას” თორნიკე შენგელიას გადაბირება სურს. მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების 34 წლის კაპიტანს ამ ზაფხულს “ვირტუსთან” კონტრაქტი ეწურება. შესაბამისად, მას კატალონიურ კლუბში გადასვლა თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუძლია.

როგორც წყარო წერს, “ბარსა” შენგელიას 3-წლიან ხელშეკრულებას და სოლიდურ ხელფასს სთავაზობს. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატი თორნიკესთვის უცხო არ არის. 2014-20 წლებში ის “ბასკონიაში” თამაშობდა და ღრმა კვალიც დატოვა. სწორედ იქ ყოფნისას, 2018 წელს დაასახელეს თოკო ევროლიგის სეზონის სიმბოლურ ხუთეულში.

ამ დროისთვის, ესპანეთის 20-გზის ჩემპიონი “ბარსელონა” ACB ლიგაში მე-5 ადგილზეა, თუმცა გასულია ევროლიგის პლეი-ოფში, სადაც “მონაკოს” ეპაექრება (ამ დროისთვის სერიის ანგარიშია 2:2) და გამარჯვებული ოთხთა ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გოგლიჩიძეს არ გამოუვიდა, სხვებმა კარგად ითამაშეს – ლეგიონერები

საქართველოს ნაკრების ტრიო ლიგა 1-ში ისტორიას წერს