in

შტურმმა კიტეს გოლით მოიგო და ლიდერობა დაიბრუნა: ქართველს საუკეთესო შეფასებები აქვს

ოთარ კიტეიშვილმა მორიგი გოლი გაიტანა და გრაცის „შტურმმა“ ატუმრად „ლინცი “ სწორედ მისი გოლით დაამარცხა – 1:0.

გოლი 48-ე წუთზე გავიდა: მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს კარში მიუჩინა ადგილი.

კიტეიშვილმა ბევრი იმუშავა როგორც დაცვაში, ისე წინ და შეტევების მთავარი წარმართველი იყო.

კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო: Flashscore – 8.0; Sofascore – 8.0.

ოთარის ანგარიშზე ჩემპიონატის 30 მატჩში 12 გოლი და 4 საგოლე პასია.

ბლაუ ვაისი – შტურმი 0:1
გოლი: კიტეიშვილი (48)
გაძევება: ბეგანოვიჩი (79, შტურმი)

29 ტურის შემდეგ „შტურმმა“ 36 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე დაბრუნდა, რადგან „აუსტრიამ“ სტუმრად „ზალცბურგთან“ წააგო (0:2) და 33 ქულა დარჩა.
„შტურმი“ 9 მაისს სწორედ „ზალცბურგს“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძემ გაიტანა, მაგრამ ლიონმა უდროო დროს წააგო

გოგლიჩიძეს არ გამოუვიდა, სხვებმა კარგად ითამაშეს – ლეგიონერები