ფრანგული ზღაპარი გრძელდება. ჯერ მსოფლიო დონის ტრანსფერები, ვარსკვლავური შემადგენლობ , ამბიციების მწვერვალი და პლუს ზღაპრული სპორტული კომპლექსი, რომლის მშენებლობაც აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტისთვის 250-300 მილიონია გამოყოფილი და მისით სარგებლობა პირველ გუნდს 2023 წლის ზაფხულისთვის შეეძლება.
კომპლექსი ამჟამინდელი სასწავლო ცენტრიდან ახლოს, გარეუბან პუასში შენდება. სულ რაღაც 25 წუთის სავალზე “პარკ დე პრენსიდან”.
ბაზა განკუთვნილია როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე აკადემიის ახალგაზრდებისთვის. მასში 180 სპორტსმენი და 200 თანამშრომელი იქნება, მათ შორის ოფის მენეჯერები. პირველი გუნდი მიიღებს 43 ოთახს მატჩისწინა საცხოვრებლისთვის, საცურაო აუზებს, სამკურნალო ოთახებს, ბალნეოთერაპიას, კრიოთერაპიას, საუნას, ჰამამსა და რესტორანს.
მშენებლობის მეორე ეტაპზე, რომელიც პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის შემდეგ დაიწყება, კიდევ ერთი შენობა გამოჩნდება, სადაც კლუბის ხელბურთისა და ძიუდოს სექციები განთავსდება. პარალელურად კი 3000-ადგილიანი სტადიონი აშენდება ქალთა და ახალგაზრდული მატჩებისთვის.
სიდიდით მეორე სამშენებლო ფართობ “ილ დე ფრანსში’’ (ისტორიული ტერიტორია პარიზში) ახალგაზრდებისთვის (მათ შორის ქალთა გუნდებისთვის) გაიხსნება სკოლა, სადაც დაახლოებით 15 კლასი იქნება.
პროექტი დაახლოებით 250-300 მლნ ევრო დაჯდება.
როგორი იქნება ეს სილამაზე
ჯერ ასეა
პროექტი 74 ჰექტარზე განთავსდება, შენობები კი მხოლოდ 10%-ს იკავებს. დანარჩენ ტერიტორიაზე 17 საფეხბურთო მოედანი აშენდება, მათ შორის 12 ჰიბრიდული (ნახევარი ბუნებრივი საფარით, ნახევარი სინთეტიკური). 6 მათგანი კი იგივე ტექნოლოგიით გაცხელდება როგორც “პარკ დე პრენსზე’’.
რაც მთავარია, ეკოლოგიასაც არ ივიწყებენ, მათ სურთ 4 ათასი ხის დარგვა, ასევე ყოფილ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ტერიტორიის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება. სწორედ ამ მიზეზით დატოვა კლუბმა ხეხილის ბაღი და ბოსტანი, რომელიც ცენტრის სამზარეულოს საკვებით დაეხმარება.
GIPHY App Key not set. Please check settings