ლიგა 1-ის 31-ე ტურში გიორგი მიქაუტაძემ „რენს“ გაუტანა და მეორე ქართველი გახდა, რომელმაც ტოპ 5 ლიგის ზედიზედ მეორე სეზონში მოახერხა 10 გოლის გატანა.
მიქაუტაძის ულამაზესი გოლი: ჟორჟი შეცვლაზე შევიდა და ეგრევე სუპერდარტყმით გაიტანა
ქართველმა თავდამსხმელმა გასულ სეზონში, „მეცში“ 22 მატჩში 14 გოლი და 4 ასისტი მიითვალა, ხოლო „ლიონში“ 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასიც მიაყოლა.
მიქაუტაძე და მისი თანაგუნდელი რაიან შერკი, თებერვლიდან მოყოლებული, გოლი+პასი სისტემით ევროპის საუკეთესო ათეულში არიან.

პირველი ქართველი, ვინც ტოპ 5 ლიგაში ზედიზედ ორჯერ გაიტანა 10 და მეტი გოლი, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიაა. 2022/23 წლების სეზონში „ნაპოლიში“ კვარამ 12 გოლი და 10 საგოლე გადაცემა ჩაიწერა, ხოლო მომდევნო სეზონში – 11 გოლი და 6 საგოლე პასი.
GIPHY App Key not set. Please check settings