in

შტურმმა სტუმრად წააგო, ახლა სახლში ექნება: კიტემ სრულად ითამაშა

ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ კონკურენტ ვენის „აუსტრიას“ ესტუმრა და მნიშვნელოვანი თამაში წააგო – 1:2.

პირველ ტაიმში ოთარ კიტეიშვილის მიერ წამოწყებული შეტევა ჯონსტონმა გოლით დაასრულა და წონასწორობა აღადგინა.

კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა. შეფასებები: sofascore – 6.5, flashscore – 6.4.

აღსანიშნავია, რომ სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერმა“ სტუმრად ჩემპიონობისთვის მებრძოლ „ზალცბურგს“ ქულები დააკარგვინა – 1:1 და ამით „შტურმს“ საქმე გაუკეთა. ქართველი 64-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა.

27 ტურის შემდეგ „შტურმმა“ 33 ქულით ლიდერობა შეინარჩუნა, მაგრამ „აუსტრიამ“ (30) ჩამორჩენა შეამცირა, „ზალცბურგი“ მესამეზეა (29).

აუსტრია – შტურმი 2:1
გოლები: 1:0 მალონე (40), 1:1 ჯონსტონი (45), 2:1 პრელეცი (61)

„შტურმი“ 27 აპრილს ისევ „აუსტრიას“ შეხვდება, ამჯერად შინ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რატომ მიქაუტაძე და შერკი? ლიონში ბუნტია

საქართველო საფრანგეთში შედეგიანი ქვეყნებში მერვე ადგილზეა